ზოგადი რჩევები

  1. კარგი იქნება თუ გაკვეთილს დაასრულებთ რეფლექსიური კითხვით, მაგალითად რამდენად მოეწონათ გაკვეთილი, რამდენად საინტერესო იყო მათთვის და ა.შ.

  2. გაკვეთილის დასრულებისთანავე ქვიზი გაუგზავნეთ მოსწავლეებს სახლში შესავსებად. კარგი იქნება თუ იმავე დღეს შეძლებენ შევსებას.

  3. შესაძლებელია ქვიზის გაკვეთილის დასრულებისთანავე შესრულებაც, რათა მასწავლებელს მალევე ჰქონდეს შედეგების განხილვის შესაძლებლობა.

  4.  კარგია თუ მასწავლებელი ქვიზების შედეგებს მალევე შეამოწმებს, რათა შედეგები გაითვალისწინოს შემდეგი გაკვეთილისთვის.

  5. თუ ვერ ესწრება ყველა სავარჯიშოს კლასში გაკეთება შესაძლებელია სახლში მისცეთ დასასრულებლად.

  6. ინტერესის შემთხვევაში, დამატებითი სავარჯიშოების მოძიება შესაძლებელია მოხდეს სილაბუსის ბოლოში მითითებული რესურსებიდან.