კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი არის საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ტექნოლოგიების სფეროში. პროფესიული კურსები მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებს და გახდის მათ კონკურენტუნარიანს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე. სასწავლო ცენტრში ახალგაზრდები გამოიმუშავებენ პირად და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს, რომელიც დაეხმარებათ წარმატებით დაამყარონ პროფესიული კავშირები ტექნოლოგიურ საზოგადოებაში.
ყოველწლიურად, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, დაახლოებით 150 ახალგაზრდა შეძლებს პროფესიის დაუფლებას. მათ შორის, სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდები.
ცენტრი უზრუნველყოფს სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებით:
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზისები: ინტერნეტი, პროგრამული და კომპიუტერული ინჟინერია. სტუდენტები მიიღებენ ღირებულ ცოდნას ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ასევე ყველა იმ საბაზისო ცოდნას, რაც ტექნოლოგიების სფეროში ორიენტაციისთვისაა საჭირო.
2. ციფრული მედია: თამაშები და ანიმაცია. ციფრული მედიის კურსებზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.
3. გრაფიკული დიზაინი: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, UX/UI Design.
4. ვებ – პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript, Python-ის შესწავლა.
გარდა პროფესიული კურსებისა, სასწავლო ცენტრი შექმნის სივრცეს ახალგაზრდებისთვის, სადაც შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომლები და მენტორები ახალგაზრდებს მიაწოდებენ ინფორმაციას დასაქმების შესაძლებლობების შესახებ და დაეხმარებიან მათ CV– ს შექმნასა და გასაუბრებისთვის მომზადებაში.