თამაშების დეველოპმენტის კურსის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, მიღებული ცოდნით შეძლონ კომპიუტერული და მობილური ტიპის 2D თამაშების შექმნა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამა Unity-ში მუშაობას, C# პროგრამული ენის გამოყენებით. ასევე გაეცნობიან თამაშის დაგეგმვის პრინციპებს, ალგორითმების შემუშავებას და მათ განვითარებას.
კურსის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს მათ ისეთი უნარები, რის შედეგადაც შეეძლებათ დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი იდეები და დაიწყონ მუშაობა საინტერესო პროექტებზე.