ციფრული წიგნიერების კურსის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა და უნარები. გარდა საბაზისო კომპიუტერული პროგრამების სწავლისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, მსმენელები შეისწავლიან სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებას, გაიცნობენ ინფორმაციის მოძიების სწორ და მარტივ გზებს, ისწავლიან ღრუბლოვან სისტემებთან მუშაობას. კურსში არსებული საკითხები და პრაქტიკული დავალებები მსმენელს დაეხმარება განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, რაც თანამედროვე, ციფრულ ერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ასევე, კურსდამთავრებულები შეძლებენ ციფრულ სამყაროში სხვადასხვა საფრთხეებისგან თავის დაცვას.