თემის მონახაზი

  • #1 - ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და მიმოხილვა

    საკითხები:

    1. ინტერნეტის შექმნის ისტორია
    2. ინტერნეტის განვითარების ძირითადი ეტაპები
    3. Web-ის შექმნის ისტორია
    4. Web 2.0 – ინტერნეტ რესურსი როგორც პლატფორმა, რა არის Web და როგორი პრინციპით მუშაობს
    5. პროგრამული ენები, ფრეიმვორქები, ძრავები და მათი განვითარება
    6. რა არის დიზაინი
    7. ვებ-დიზაინის ძირითადი ელემენტები
    8. ვებ-გვერდის სტრუქტურა
    9. ვებ-გვერდის ბადე (Grid)

    სწავლის შედეგები:

    1. ექნება ზოგადი წარმოდგენა ინტერნეტის შესახებ.
    2. ექნება ზოგადი ინფორმაცია ინტერნეტის განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ.
    3. გაეცნობა Web-ის შექმნის ისტორიას.
    4. ექნება ზოგადი ინფორმაცია და განასხვავებს Web 2.0- წინამორბედისაგან.
    5. შეძლებს განასხვაოს პროგრამული ენების, ფრეიმვორქებისა და ძრავების მცნებები ერთმანეთისგან.
    6. ექნება ზოგადი წარმოდგენა ვებ-დიზაინის შესახებ.
    7. შეიტყობს დეტალებს ვებ-დიზაინის ძირითადი ელემენტების შესახებ.
    8. შეეძლება ვებ-გვერდის სტრუქტურის ზოგადი განსაზღვრა.
    9. ჩამოუყალიბდება შთაბეჭდილება ვებ-გვერდის ბადის შესახებ.

    გაკვეთილის გეგმა:

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, ლექცია) – 50 წუთი

    1. ინტერნეტის შექმნის ისტორია (სლაიდი 1)
    2. ინტერნეტის განვითარების ძირითადი ეტაპები (სლაიდი 2)
    3. Web-ის შექმნის ისტორია (სლაიდი 3)
    4. Web 2.0 – ინტერნეტ რესურსი როგორც პლატფორმა, რა არის Web და როგორი პრინციპით მუშაობს (სლაიდი 4)
    5. პროგრამული ენები, ფრეიმვორქები, ძრავები და მათი განვითარება (სლაიდები 5-7)
    6. რა არის დიზაინი (სლაიდი 8) - წაიკითხეთ დანართი (იხილეთ დანართში  - გვერდი 10)
    7. ვებ-დიზაინის ძირითადი ელემენტები (სლაიდი 9) - წაიკითხეთ დანართი (იხილეთ დანართში  - გვერდი 11)
    8. ვებ-გვერდის სტრუქტურა (სლაიდები 10-11) - წაიკითხეთ დანართი (იხილეთ დანართში - გვერდები 12-14)
    9. ვებ-გვერდის ბადე (Grid) (სლაიდები 12-13) - წაიკითხეთ დანართი (იხილეთ დანართში - გვერდები 14-15)

     

    პრაქტიკული აქტივობები - 40 წუთი

    1. დარწმუნდით, არის თუ არა თქვენს სისტემაში დაყენებული ვებბრაუზერების უახლესი ვერსიები („Google Chrome“, „Mozilla Firefox“, „Microsoft Edge“).
    2. მოკლედ აღწერეთ ვებგვერდზე შესვლის პროცესი.
    3. მოკლედ აღწერეთ ვებგვერდის მისამართის წინ განთავსებული მწვანე ბოქლომის მნიშვნელობა.
    4. გახსენით ვებსაიტი: https://on.ge/ , დაახასიათეთ ის ელემენტები, რომელიც წარმოდგენილია საიტის სტრუქტურაში („header“, „footer“, „navigation“, „sidebar“, და ..).
    5. გახსენით ვებსაიტი: https://gemrielia.ge/ , დაახასიათეთ ის ელემენტები, რომელიც წარმოდგენილია საიტის სტრუქტურაში („header“, „footer“, „navigation“, „sidebar“, და ..).
    6. გახსენით ვებსაიტი: https://www.myvideo.ge , დაახასიათეთ ის ელემენტები, რომელიც წარმოდგენილია საიტის სტრუქტურაში („header“, „footer“, „navigation“, „sidebar“, და ..).

     

    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. როგორი იქნებოდა დღევანდელი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ?
    3. რომელი პროგრამული ენების შესახებ გსმენიათ ?
    4. ყველაზე მეტად რომელი საიტის დიზაინი დაგამახსოვრდათ ? რა მოგეწონათ მასში ?


    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #2 - ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა

    საკითხები:

    1. როგორ ვიწყებთ საიტზე მუშაობას (პროცესები)
    2. პროექტის ბრიფის ჩამოყალიბება და გაანალიზება
    3. საიტის სტრუქტურის შინაარსობრივად დალაგება

     

    სწავლის შედეგები:

    1. ეცოდინება საიდან და როგორ დაიწყოს საიტზე მუშაობა.
    2. გაიგებს რა არის და რისგან შედგება პროექტის ბრიფი.
    3. შეძლებს შინაარსობრივად დაალაგოს საიტის სტრუქტურა.
    4. შეძლებს განაცალკევოს და დააჯგუფოს ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის განყოფილებებში განსათავსებლად.
    5. შეძლებს საპრობლემო სფეროს მიხედვით საიტის მიზნებისა და ფუნქციონალურობის ჩამოყალიბებას.
    6. შეძლებს კონკურენტი საიტების მოძიებას და მათში გასაუმჯობესებელი ნიუანსების აღმოჩენას.

    გაკვეთილის გეგმა:

     თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, ლექცია) – 30 წუთი

    • როგორ ვიწყებთ საიტზე მუშაობას (პროცესები) (სლაიდები 1-5)
    - მიზნების იდენტიფიცირება. რისთვის გჭირდებათ ვებგვერდი?
    - სამიზნე აუდიტორიისა და რესურსის მიზნებზე ინფორმაციის შეგროვება
    - კონკურენტი ორგანიზაციების შესწავლა
    - ჩამოწერეთ ვებსაიტები, რომლებიც მოგწონთ და რომლებიც არ მოგწონთ

    • პროექტის ბრიფის ჩამოყალიბება და გაანალიზება (სლაიდები 6-9)

    - საიტის ტექნიკური ამოცანა

    - არაფუნქციონალური მოთხოვნები

    - პროექტის ფინანსები და ვადები

    • საიტის სტრუქტურის შინაარსობრივად დალაგება (სლაიდები 10-14)

    - საიტის სტრუქტურის განსაზღვრა

    - საიტის ვიზუალური მონახაზის აგება

    - გვერდების ინტერფეისის განლაგება, განხილვა და დამტკიცება

    - მონიტორინგი და რეგულარული განახლებები

    პრაქტიკული აქტივობები - 50 წუთი

    1. აირჩიეთ საპრობლემო სფერო (მაგ: ონლაინ მაღაზია, მედიცინა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ..). თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რა უნდა გააკეთოს ვებსაიტმა და რამდენად შეძლებდით მის განხორციელებას.
    2. Microsoft Word“-ის ფაილში ჩამოწერეთ ის მიზნები და ფუნქციონალური შესაძლებლობები, რაც გსურთ, რომ თქვენს საიტს გააჩნდეს.
    3. მოიძიეთ თქვენი საიტის კონკურენტი ვებსაიტები. შეადარეთ კონკურენტი საიტები ერთმანეთს და ჩამოწერეთ ის ნიუანსები, რის გაუმჯობესებას და უკეთ შესრულებას შეძლებდით თქვენს ვებსაიტზე.
    4. გახსენით ვებსაიტი: https://on.ge/ , აღწერეთ ინფორმაციული ელემენტები და ჩამოაყალიბეთ ბრიფი მსგავსი საიტის შესაქმნელად.
    5. გახსენით ვებსაიტი: https://gemrielia.ge/ , აღწერეთ ინფორმაციული ელემენტები და ჩამოაყალიბეთ ბრიფი მსგავსი საიტის შესაქმნელად.
    6. გახსენით ვებსაიტი: https://www.myvideo.ge , აღწერეთ ინფორმაციული ელემენტები და ჩამოაყალიბეთ ბრიფი მსგავსი საიტის შესაქმნელად.
    7. პროექტის ბრიფის მიხედვით შეეცადეთ გააკეთოთ ვებსაიტის ვიზუალური მონახაზი (მაგ: ნავიგაციის სტრუქტურა, ლოგოს, საძიებო ველისა და ენების გადამრთველის ადგილმდებარეობა, ძირითადი ფერების განსაზღვრა და ..).

    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 20 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. განიხილეთ დადებითი მხარეები, თუ რამდენად საჭიროა წინასწარ შედგეს ბრიფი პროექტის დაწყებამდე.
    3. რამდენად გაგირთულდათ ბრიფის მიხედვით ვიზუალური მონახაზის გაკეთება ?
    4. ყველაზე მეტად რომელი საიტის ბრიფის შედგენა გაგიადვილდათ ? ჩამოთვალეთ რა ფუნქციონალური შესაძლებლობები მოგეწონათ მასში ?

    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)




  • #3 - WordPress-ის ადმინისტრირების მხარის მიმოხილვა

    საკითხები:

    1. WordPress-ის ძრავის სისტემური კომპონენტები
    2. სამართავი პანელის ძირითადი აღწერილობა
    3. საჭირო სისტემური მოთხოვნებისა და ძირითადი პარამეტრების აღწერა

     სწავლის შედეგები:

    1. შეძლებს ამოიცნოს WordPress-ის სამართავი პანელი.
    2. ეცოდინება WordPress-ის ძრავის სისტემური კომპონენტების ჩამონათვალი.
    3. შეძლებს WordPress-ის სამართავი პანელის ელემენტების მოკლედ დახასიათებას.
    4. გაეცნობა WordPress-ის ინსტალაციის მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებს.

    გაკვეთილის გეგმა:

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, ლექცია) – 40 წუთი

    • WordPress-ის ძრავის სისტემური კომპონენტები
    - მოხმარების სიმარტივე
    - მოქნილობა
    - ინფორმაციის გამოქვეყნების სწრაფქმედება
    - საგამომცემლო ინსტრუმენტები
    - მომხმარებლების მართვა
    - მედია ფაილების მართვა
    - თემების სისტემა
    - ფლაგინების (ჩადგმების) შესაძლებლობა
    - კომენტარების ინტეგრირებული სისტემა
    - განსხვავებული კონტენტის ტიპების შექმნის შესაძლებლობა
    - საძიებო სისტემებთან ოპტიმიზირება
    - მრავალენოვანი ინტერფეისი
    - სხვა სისტემებიდან იმპორტირების ინტეგრირებული ხელსაწყოები
    - მონაცემების სრული განკარგვის შესაძლებლობა
    - მარტივი ინსტალაცია და განახლებების მხარდაჭერა
    - სტანდარტებთან სრული შესაბამისობა
    - სრული თავისუფლება ლიცენზიის თვალსაზრისით

    • სამართავი პანელის ძირითადი აღწერილობა

    - სამუშაო დაფა (Dashboard)
    - სისტემური განახლებები
    - პოსტები
    - გვერდები
    - კატეგორიები
    - თეგები
    - მედია ბიბლიოთეკა
    - თემები
    - ფლაგინები (ჩადგმები)
    - მენიუები
    - ვიჯეტები
    - მომხმარებლები
    - კომენტარები
    - დამხმარე ინსტრუმენტები
    - ძირითადი პარამეტრები

    • საჭირო სისტემური მოთხოვნებისა და ძირითადი პარამეტრების აღწერა

    - სისტემური მოთხოვნები Windows“-ისთვის
    - სისტემური მოთხოვნები Linux“-ისთვის

    პრაქტიკული აქტივობები - 40 წუთი

    1. გადაამოწმეთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი მოწყობილობა WordPress-ის ინსტალაციის მინიმალურ მოთხოვნებს.
    2. ადმინისტრირების პანელის უკეთ შეცნობის მიზნით, გამოიყენეთOpen Source CMS”-ის უფასო სერვისი და შედით WordPress-ის სადემონსტრაციო ვერსიაში ბმულზე: https://s1.demo.opensourcecms.com/wordpress/wp-login.php (შეიყვანეთ ადმინისტრატორის სახელი: opensourcecms, შეიყვანეთ ადმინისტრატორის პაროლი: opensourcecms)
    3. განიხილეთ WordPress-ის ადმინისტრირების სამართავ პანელის თითოეული ძირითადი კომპონენტი.
    4. გადაამოწმეთ WordPress-ის კომპონენტები ადმინისტრირების სამართავ პანელში და დაასახელეთ მენიუში არსებული ყველა ის განყოფილება, რომელიც WordPress-ის სისტემურ კომპონენტს არ წარმოადგენს და ლექციაზე არ ყოფილა განხილული.
    5. მოახდინეთ სისტემიდან გამოსვლა: მიიტანეთ კურსორი ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ პროფილის სურათთან და შემდეგ ჩამოსაშლელ მენიუში დააჭირეთ Log Out ბმულს.

    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 20 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. WordPress-ის სამართავი პანელის რომელი ელემენტები დაგამახსოვრდათ ?
    3. შეძლებთ ამოიცნოთ და განასხვავოთ WordPress-ის სამართავი პანელი სხვა სამართავი პანელებისგან ? რა დეტალებს მიაქცევთ ყურადღებას ?
    4. იმსჯელეთ, ესაჭიროება თუ არა WordPress-ის ინსტალაციას დიდი ოდენობით სისტემური რესურსები ? რატომ ფიქრობთ ასე ?

     ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #4 - ვებ-სერვერის ინსტალაცია ლოკალურ მანქანაზე

    საკითხები:

    1. რა არის ვებ-სერვერი
    2. რა არის მონაცემთა ბაზის სერვერი
    3. „XAMPP“ პროგრამული პაკეტის დაყენება „Windows“ ოპერაციულ სისტემაზე 

    სწავლის შედეგები:

    1. შეიტყობს ინფორმაციას სერვერის არსის შესახებ.
    2. ეცოდინება რას ეწოდება და რას წარმოადგენს ვებ-სერვერი.
    3. ეცოდინება რას ეწოდება და რას წარმოადგენს მონაცემთა ბაზის სერვერი.
    4. შეძლებს ლოკალური ვებ-სერვერის გამართვას Windows ოპერაციულ სისტემაზე.
    5. შეძლებს ამოიცნოსMySQLდაMariaDB“-ის მონაცემთა ბაზისphpMyAdmin“-ის სამართავი პანელი.

    გაკვეთილის გეგმა:

     თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, ლექცია) – 30 წუთი

    • რა არის ვებ-სერვერი ? (სლაიდები 1-4)
    1. რას ნიშნავს სიტყვასერვერი“ ?
    2. როგორ მუშაობს ვებ-სერვერი ?
    3. რა არისApache“- ?
    • რა არის მონაცემთა ბაზის სერვერი ? (სლაიდები 5-8)
    1. რას ნიშნავსმონაცემთა ბაზა“ ?
    2. როგორ მუშაობს მონაცემთა ბაზის სერვერი ?
    3. რა არისMySQL“- ?
    • რა არისXAMPPპროგრამული პაკეტი ? (სლაიდები 9-24)
    1. როგორ მუშაობსXAMPP- ?
    2. XAMPP“-ის უპირატესობები თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე ინსტალაციისგან განსხვავებით
    3. XAMPP“-ის მინიმალური სისტემური მოთხოვნები
    4. „XAMPP“ პროგრამული პაკეტის დაყენება „Windows“ ოპერაციულ სისტემაზე

     

    პრაქტიკული აქტივობები - 50 წუთი

    1. გადაამოწმეთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი მოწყობილობა XAMPP-ის ინსტალაციის მინიმალურ მოთხოვნებს.
    2. გადმოწერეთXAMPP“-ის საინსტალაციო პაკეტი (Windows სისტემისთვის) ოფიციალური ვებგვერდიდან: https://www.apachefriends.org/index.html
    3. დააინსტალირეთ გადმოწერილიXAMPP“-ის პროგრამული პაკეტი.
    4. ჩართეთApacheდაMySQL სერვისები „XAMPP“-ის გამოყენებით.
    5. გახსენითlocalhost“-ზე არსებულიXAMPP“-ის სტანდარტული ვებგვერდი.
    6. გახსენითlocalhost“-ზე არსებული phpMyAdminსამართავი პანელი.
    7. წაშალეთXAMPP“-ის სტანდარტული ვებგვერდის ფაილები „C:\xampp\htdocs“ დირექტორიაში.
    8. გადამოწმების მიზნით, ხელახლა გახსენითlocalhost“-ზე არსებულიXAMPP“-ის სტანდარტული ვებგვერდი და დარწმუნდით, რომ წაშლილია.

    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 20 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. იმსჯელეთ, რისთვის არის საჭირო ვებ-სერვერის ინსტალაცია ?
    3. იმსჯელეთ, რისთვის არის საჭირო მონაცემთა ბაზის სერვერის ინსტალაცია ?
    4. რა განსხვავებაა ვებ-სერვერსა და მონაცემთა ბაზის სერვერს შორის ?
    5. გადაამოწმეთ, არის თუ არა შესაძლებელიXAMPP პროგრამული პაკეტის დაყენება სხვა ოპერაციულ სისტემებზე,

    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #5 - WordPress-ის ინსტალაცია

    საკითხები:

    1. „WordPress“-ის ინსტალაცია ლოკალურ მანქანაზე

    2. „WordPress“-ის ინსტალაცია გარე წყაროზე


    სწავლის შედეგები:

    1. შეძლებს დააინსტალიროს „WordPress“-ის სისტემა ლოკალურ მანქანაზე.

    2. შეძლებს დააინსტალიროს „WordPress“-ის სისტემა გარე წყაროზე.

    3. შეძლებს შექმნას „MySQL“-ის მონაცემთა ბაზა ლოკალურ მანქანაზე.

    4. შეძლებს შექმნას „MySQL“-ის მონაცემთა ბაზა გარე წყაროზე.

    5. „WordPress“-ის ინსტალაციისას აღმოაჩენს განსხვავებებს ლოკალურ და გარე წყაროს შორის.

    6. შეძლებს ამოიცნოს „cPanel“-ის სამართავი პანელი.

    7. გაეცნობა „cPanel“-ის რამოდენიმე კომპონენტს.


    გაკვეთილის გეგმა:

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, ლექცია) – 30 წუთი

    1. განიხილეთ „WordPress“-ის ინსტალაციის პროცესი ლოკალურ მანქანაზე (სლაიდები 1-20)

    2. განიხილეთ „WordPress“-ის ინსტალაციის პროცესი გარე წყაროზე (სლაიდები 21-48)


    პრაქტიკული აქტივობები - 60 წუთი

    1. პრეზენტაციის მიხედვით მოახდინეთ „WordPress“-ის ინსტალაცია ლოკალურ მანქანაზე:

    • „WordPress“-ის საინსტალაციო პაკეტის გადმოწერა

    • „WordPress“-ის საინსტალაციო პაკეტის ამოარქივება

    • „WordPress“-ის ინსტალაციის დაწყება

    • ახალი „MySQL“ მონაცემთა ბაზის შექმნა „phpMyAdmin“-ის მეშვეობით

    • „WordPress“-ის ინსტალაციის დასრულება

    • ინსტალაციის შემდეგ „WordPress“-ის გადამოწმება

    1. პრეზენტაციის მიხედვით მოახდინეთ „WordPress“-ის ინსტალაცია გარე წყაროზე.

    • „WordPress“-ის საინსტალაციო პაკეტის გადმოწერა

    • „WordPress“-ის საინსტალაციო პაკეტის ამოარქივება

    • „WordPress“-ის ინსტალაციის დაწყება

    • ახალი „MySQL“ მონაცემთა ბაზის შექმნა „cPanel“-ის მეშვეობით

    • მონაცემთა ბაზის მომხმარებლის შექმნა

    • მომხმარებლის უფლებების მინიჭება მონაცემთა ბაზაზე

    • „WordPress“-ის ინსტალაციის დასრულება

    • ინსტალაციის შემდეგ „WordPress“-ის გადამოწმება


    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 20 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)

    2. იმსჯელეთ, რამდენად მარტივია „WordPress“-ის ინსტალაცია ?

    3. იმსჯელეთ, რისთვის არის საჭირო მონაცემთა ბაზის მომხმარებლის შექმნა ?

    4. იმსჯელეთ, გქონიათ აქამდე „cPanel“-თან შეხება ?

    5. განიხილეთ „cPanel“-ის სხვა საჭირო კომპონენტები, მაგალითად, „Domains“.

    6. სცადეთ „cPanel“-ში მოძებნოთ „WordPress“-ის სისტემის ავტომატური ინსტალატორი და სცადოთ მისი გამოყენება.


    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში

    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)