სავარჯიშოები პასუხებით
გამოითვალეთ 100000000000-ის კვადრატული ფესვი და შედეგი აიყვანეთ კვადრატში
პასუხი:
import math
print(math.pow(math.sqrt(100000000000),2))
შედეგად გამოიტანს: 99999999999.99998
გამოითვალეთ რა ეღირება პროდუქტი თუ თვითღირებულება არის 100 ლარი, მოგება 15 % და გადასახადი არის 18% და დაამრგვალეთ 1 ლარის სიზუსტით (პროდუქტის ღირებულება არის თვითღირებულებას დამატებული მოგება და დამატებული გადასახადი)
პასუხი:
print(round(100 * (1 + 0.15) * (1 + 0.18),0))
შედეგად გამოიტანს: 136.0
გამოითვალეთ წრის ფართობი რომლის რადიუსია 5 მ. (გამოიყენეთ math მოდულის იმპორტი)
პასუხი:
import math
print(math.pi * math.pow(5,2))
შედეგად გამოიტანს: 78.53981633974483
ახლა გამოითვალეთ იგივე წრის ფართობი, ოღონდ ამ ჯერად math მოდულიდან მოახდინეთ მხოლოდ pi-ს იმპორტი
პასუხი
import math
print(math.pi * 5 ** 2)
შედეგად გამოიტანს: 78.53981633974483
გადაწერეთ პროგრამა ისე რომ ჰკითხოთ მომხმარებელს რადიუსი და გამოითვალოთ შეტანილი რადიუსის მქონე წრის ფართობი
პასუხი
import math
print(math.pi * int(input('Input radius: ')) ** 2)