თემის მონახაზი

  • კურსის შესახებ

    პითონის საბაზო კურსის მიზანია, შეასწავლოს დამწყებ პროგრამისტებს პროგრამირების ძირითადი ცნებები და ოპერაციები. 

    კურსი 16 შეხვედრისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემებს: 

    1. პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა და ზოგადი ინფორმაცია პითონის შესახებ, 
    2. საბაზისო ტიპები და მათზე ოპერაციები, 
    3. ინფორმაციის შენახვა და გამოყენება, 
    4. ფუნქციები, საკუთარი ფუნქციები, 
    5. ბულის (boolean) ტიპები და პირობითი ლოკიგა, 
    6. პროგრამის დინების პირობითი მართვა (Conditional Flow control), 
    7. ციკლი - პირობითი იტერაცია (Conditional Iteration, while cycle), 
    8. ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - მასივები, 
    9. ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - სხვა მსგავსი ტიპები, 
    10. ოპერაციები თანმიმდევრობებზე, 
    11. მონაცემების სტრუქტურა - dict, for ციკლი და list comprehension, 
    12. ოპერაციები თანმიმდევრობებზე. 

    კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და ყოველი გაკვეთილის უდიდესი ნაწილი სავარჯიშოებს ეთმობა, ხოლო თეორიული ნაწილის, ძირითადი ცნებების სიღრმისეულად გააზრება ხდება უმეტესწილად ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით. ყოველი გაკვეთილის ბოლოს ივსება მოკლე ქვიზი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს შეაჯამოს და განიმტკიცოს შეხვედრაზე მიღებული ცოდნა.

  • #1 - პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა და ზოგადი ინფორმაცია პითონის შესახებ

    საკითხები

    1. პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა
    2. პითონი და მისი ცოტაოდენი ისტორია
    3. პითონის კოდის გაშვება (ინტერპრეტატორის დაყენება, ონლაინ ინტერპრეტატორები)
    4. Hellow world და print ფუნქცია
    5. input ფუნქცია

    სწავლის შედეგები

    1. ექნება ზოგადი წარმოდგენა პროგრამირების შესახებ
    2. ექნება მცირეოდენი ინფორმაცია პითონსა და მის ისტორიაზე
    3. შეეძლება პითონის კოდის გაშვება
    4. ექნება წარმოდგენა შეტანა/გამოტანის ფუნქციებზე და შეეძლება მათი გამოყენება

    გაკვეთილის გეგმა

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მინილექცია) – 30 წუთი:

    1. ზოგადი ინფორმაცია პროგრამირებაზე (სლაიდები 3-10)
    2. ზოგადი ინფორმაცია პითონის შესახებ (სლაიდები 11-14)
    3. ზოგადი ინფორმაცია პითონის ინტერპრეტატორის შესახებ (სლაიდები 11-16)

    პრაქტიკული აქტივობები  - 60 წუთი:

    1. ინტერპრეტატორის გადმოწერა და დაყენება (იმ შემთხვევაში თუ კლასის ინფრასტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას)
    2. ონლაინ ინტერპრეტატორის (https://www.onlinegdb.com/online_python_interpreter) გაშვება და ზოგადი მიმოხილვა
    3. print ფუნქცია და Hello World! (სლაიდი 17)
    4. print ფუნქციის გამოყენებით სხვადასხვა ტექსტების და რიცხვების გამოტანა ინტერპრეტატორში (იხ. სავარჯიშოები)
    5. input ფუნქცია (სლაიდი 18)
    6. input ფუნქციის გამოყენება და გადაბმა print-ზე ინტერპრეტატორიში. (იხ. სავარჯიშოები)
    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი
    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. რა არის და დანიშნულება აქვს print ფუნქციას
    3. რა არის და რა დანიშნულება აქვს input ფუნქციას
    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი
    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)

  • #2 - საბაზისო ტიპები და მათზე ოპერაციები

    საკითხები

    1. საბაზისო ინფორმაციის ტიპები (ტექსტი, მთელი რიცხვი, ნატურალური რიცხვი)
    2. ტექსტები
    3. მთელი რიცხვები
    4. ნატურალური რიცხვები
    5. არითმეტიკული ოპერაციები რიცხვებზე (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, მოდულით გაყოფა, ხარისხში აყვანა)
    6. არითმეტიკული ოპერაციების შესრულების თანმიმდევრობა
    7. ოპერაციები ტექსტებზე (მიმატება, გამრავლება)

    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა ინფორმაციის საბაზისო ტიპების შესახებ
    2. არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება რიცხვებზე
    3. ოპერაციების ჩატარება სტრინგებზე
    4. კიდევ უფრო გაღრმავებული ცოდნა ინფორმაციის შეტანა/გამოტანაზე

    გაკვეთილის გეგმა:

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მინილექცია) – 15 წუთი

    1. სხვადასხვა ტიპის რიცხვები (სლაიდი 3)
    2. ქმედებები რიცხვებზე (სლაიდები 4-5)
    3. ოპერაციების თანმიმდევრობა და დაჯგუფება(სლაიდი 6)
    4. ტექსტები (სლაიდი 7)
    5. ქმედებები ტექსტებზე (8-9)
    პრაქტიკული აქტივობები - 60 წუთი

    1. რიცხვები პითონში (სლაიდი 10)
    2. print ფუნქციის გამოყენებით სხვადასხვა ტიპის რიცხვების გამოტანა ინტერპრეტატორში (იხ. სავარჯიშოები)
    3. input ფუნქციის გამოყენებით სხვადასხვა ტიპის რიცხვების შეტანა ინტერპრეტატორში (იხ. სავარჯიშოები)
    4. არითმეტიკული ოპერაციები პითონში (სლაიდი 11)
    5. სხვადასხვა არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება და ეკრანზე გამოტანა (იხ. სავარჯიშოები)
    6. ტექსტებზე ოპერაციები პითონში (სლაიდი 12)
    7. სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება სტრინგებზე (იხ. სავარჯიშოები)
    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. რა ტიპის რიცხვები ვისწავლეთ დღეს
    3. რა ტიპის ოპერაციები ვისწავლეთ დღეს
    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #3 - ინფორმაციის შენახვა და გამოყენება

    საკითხები

    1. ცვლადი
    2. კონსტანტა
    3. მეხსიერება და მეხსიერების მისამართი
    4. გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება
    5. პითონში ცვლადების გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება და გამოყენება
    6. სახელების დარქმევის კონვენცია
    7. ოპერაციების მაგალითები ცვლადების გამოყენებით

    სწავლის შედეგები

    1. ექნებათ ზოგადი წარმოდგენა ცვლადების შესახებ
    2. შეეძლებათ ცვლადებზე ძირითადი ოპერაციების (გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება, გამოყენება) გამოყენება

     გაკვეთილის გეგმა:

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მინილექცია) – 15 წუთი

    1. რა არის ცვლადი, კონსტანტა (სლაიდი 3)
    2.  რა არის მისამართი (სლაიდი 4)
    3. გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება (სლაიდები 5-6-7)

     პრაქტიკული აქტივობები - 60 წუთი

    1. პითონში ცვლადების გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება და გამოყენება (სლაიდები 8-11)
    2. ცვლადების სახელების დარქმევის კონვენცია პითონში (სლაიდი 12)
    3.  ოპერაციების მაგალითები ცვლადების გამოყენებით (სლაიდები 13,14 და  სავარჯიშოები)
    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. რა არის ცვლადი
    3. რა არის მისამართი
    4. რა არის კონსტანტა

    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #4 - ფუნქციები

    საკითხები

    1. ზოგადი ინფორმაცია ფუნქციების შესახებ
    2. მათემატიკური ოპერაციები როგორც ფუნქციების კერძო სახეობა
    3. ფუნქციების კიდევ სხვა ტიპები(ტიპის განსაზღვრა, ტიპის შეცვლა, შეტანა გამოტანის, სპეციალური დანიშნულების ჩაშენებული ფუნქციები)
    4. ფუნქციების გამოძახება
    5. ფუნქციების გამოძახების გადაბმა
    6. მოდული
    7. სხვა მოდულიდან ფუნქციის გამოყენება (იმპორტი)
    8. math მოდული და მასში შემავალი ძირითადი ფუნქციების განხილვა (sqrt, power და .. განხილული ფუნქციების ჩამონათვალი დამოკიდებულია მათემატიკური ფუნქციების ცოდნაზე)

    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა ფუნქციების და მათი გამოყენების შესახებ
    2. ზოგადი წარმოდგენა მოდულისა და იმპორტის შესახებ
    3. სხვადასხვა ფუნქციების გამოძახება
    4. შეეძლებათ math მოდულის რამდენიმე ძირითადი ფუნქციის გამოყენება

    გაკვეთილის გეგმა:

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მინილექცია) – 20 წუთი

    1. ფუნქცია (სლაიდი 3)
    2. ქმედებები რიცხვებზე (სლაიდი 4,5)
    3. ქმედებები ტექსტებზე (სლაიდი 6)
    4. კიდევ მეტი ფუნქციები (სლაიდი 7)
    5. ფუნქციები გამოსახულებებზე (სლაიდი 8)
    6. ფუნქციების გამოძახება ( სლაიდი 9)
    7. ოპერაციების და ფუნქციების გადაბმა (სლაიდი 10,11)
    პრაქტიკული აქტივობები - 60 წუთი

    1. ჩაშენებული ფუნქციები პითონში (სლაიდი 12)
    2. პითონით წრის ფართობის გამოთვლა (სლაიდი 13)
    3. math მოდული (სლაიდი 14)
    4. იმპორტის სახეობები (სლაიდი 15)
    5. ფუნქციების რომლებიც ამოწმებენ და ცვლიან ტიპს (სლაიდები 16-18)

     შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)
    2. ფუნქცია
    3. ფუნქციის გამოძახება
    4. math მოდული

    ვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში
    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)

  • #5 - საკუთარი ფუნქციები

    საკითხები

    1. ზოგადი ინფორმაცია საკუთარი ფუნქციების შესახებ, გამოცხადება და გამოძახება

    2. პითონში ფუნქციის გამოცხადება (აღწერა)

    3. გამოცხადებული ფუნქციის გამოძახება


    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა საკუთარი ფუნქციების, მათი დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ

    2. შეეძლებათ პითონში მარტივი ფუნქციის შექმნა და გამოყენება


    გაკვეთილის გეგმა

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მინილექცია) – 10 წუთი

    1. რატომ დავწეროთ ფუნქცია (სლაიდი 3)

    2. წრის ფართობის გამოთვლა ფუნქციის გამოყენებით (სლაიდი 4)

    3. პარამეტრი და აბსტრაგირება (სლაიდი 5)

    4. ფუნქციის განსაზღვრა (define function) (სლაიდი 6)

    5. ფუნქციის გამოძახება (call function) (სლაიდი 7)


    პრაქტიკული აქტივობები - 70 წუთი

    1. ფუნქციის განსაზღვრა პითონში (სლაიდი 8,9)

    2. ფუნქციის გამოძახება პითონში  (სლაიდი 10)

    3. ფუნქციის შექმნისა და გამოძახების მაგალითი (სლაიდები 11-18)

    4. ფუნქციების შექმნა (იხ. სავარჯიშოები)



    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)

    2. ფუნქციის შემადგენელი ნაწილები

    3. როგორ ხდება ფუნქციის გამოცხადება პითონში


    გაკვეთილის შემდეგ 

    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში

    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #6 - ბულის (boolean) ტიპები და პირობითი ლოკიგა

    საკითხები

    1. ბულის ტიპის, ლოგიკური ინფორმაცია

    2. ბულის ტიპის (ლოგიკური) ოპერაციები და მათი შედეგები (და, ან, უარყოფა)

    3. ბულის ტიპის (ლოგიკური) გამოსახულებები

    4. ბულის ტიპები და ლოგიკური ოპერაციები პითონში

    5. ბულის ტიპის ოპერაციები და გამოსახულებები პითონში


    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა ბულის, ლოგიკური ტიპის ინფორმაციაზე და პირობით ლოგიკაზე

    2. შეეძლებათ ბულის ტიპის (ლოგიკური) ოპერაციების ჩატარება ლოგიკური ცვლადებზე და ინფორმაციაზე


    გაკვეთილის გეგმა

    თეორიული საკითხები (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მინილექცია) – 20 წუთი

    1. ბულის ტიპის, ლოგიკური ინფორმაცია (სლაიდები 3-5)

    2. ლოგიკური ოპერაციები (სლაიდი 6)

    3. ლოგიკური გამოსახულებები (სლაიდი 7 – 13)


    პრაქტიკული აქტივობები - 60 წუთი

    1. ბულის (Booleans) ტიპები და ლოგიკური ოპერატორები პითონში (სლაიდი 14,15)

    2. შედარებები (სლაიდი 16-19)

    3. პითონის მიდგომა ბულეანების მიმართ (სლაიდი 20)

    4. სავარჯიშოები ბულეანებზე ფუნქციების გამოყენებით (იხ. სავარჯიშოები)



    შეჯამება (დისკუსია, კითხვა-პასუხი) – 10 წუთი

    1. რა ვისწავლეთ დღეს (ყველა საკითხის აღნიშვნა, გამეორება)

    2. ლოგიკური ტიპები

    3. ლოგიკური ოპერაციები


    გაკვეთილის შემდეგ

    ქვიზის შევსება - 10 – 20 წუთი

    1. იხილეთ ქვიზი დანართში

    2. ქვიზის შევსება რეკომენდირებულია წინასწარ გამზადებულ ონლაინ ფორმაში (Moodle Quiz)


  • #15 - პროექტზე მუშაობა


    პროექტირება, ალგორითმის შემუშავება, რეალიზაციის მონახაზი

    • #16 - პროექტზე მუშაობა

      რეალიზაციის დასრულება, ტესტირება, პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრა (debugging)