სავარჯიშოები

  • დაწერეთ ფუნქცია cylinder_volume რომელსაც გადაეცემა დიამეტრი (მეტრებში) და გამოითვლის 2 მეტრის სიგრძის ცილინდრის მოცულობას. circle_area ფუნქცია უკვე განსაზღვრულია და მოცემულია წინასწარ. შეგახსენებთ რომ ცილინდრის მოცულობა არის ერთ მხარეს წრის ფართობი გამრავლებული ცილინდრის სიგრძეზე. გამოიძახეთ ფუნქცია სხვადასხვა არგუმენტებით

def area_circle(radius):

    return math.pi * radius ** 2



  • ახლა შეცვალეთ cylinder_volume ფუნქცია ისე რომ გადაეცემოდეს 2 პარამეტრი, ცილინდრის დიამეტრი და სიგრძე. გამოიძახეთ ფუნქცია სხვადასხვა არგუმენტებით.



  • დაწერეთ ფუნქცია calculate_price რომელსაც გადაეცემა პროდუქტის თვითღირებულება ლარებში და მოგების ოდენობა პროცენტებში. გადასახადის ოდენობა ფიქსირებულია და ყოველთვის შეადგენს 18%-ს. ფუნქციამ უნდა დააბრუნოს გასაყიდი ფასი. შეგახსენებთ რომ გასაყიდი ფასი გამოითვლება როგორც თვითღირებულებას დამატებული მოგების პროცენტი და შემდეგ დამატებული გადასახადის პროცენტი. გამოიძახეთ ფუნქცია სხვადასხვა არგუმენტებით.
    მაგალითად: 100 ლარის თვითღირებულების პროდუქტის, 15% მოგებისა და 18% გადასახადის შემთხვევაში calculate_price(100,15) ფუნქციამ უნდა გამოითვალოს გასაყიდი ფასი და დააბრუნოს 135.70.