სავარჯიშოები პასუხებით

  • დაწერეთ ფუნქცია is_big რომელსაც გადაეცემა რიცხვი და რომელიც აბრუნებს True-ს თუ რიცხვი არის მინიმუმ 100 და სხვა შემთხვევაში აბრუნებს False-ს

პასუხი:

def is_big(num):

    return num >= 100



  • დაწერეთ ფუნქცია is_odd_string რომელსაც გადაეცემა ტექსტი და დააბრუნებს True-ს თუ ტექსტი შეიცავს სიმბოლოების კენტ რაოდენობას და False-ს თუ შეიცავს ლუწ რაოდენობას. შეგახსენებთ რომ ტექსტის სიგრძის გაგება შესაძლებელია len ფუნქციის გამოყენებით.

პასუხი:

def is_odd_string(string):

    return len(string) % 2 == 12




  • დაწერეთ ფუნქცია is_teenager რომელსაც გადაეცემა age რიცხვი და რომელიც აბრუნებს True-ს თუ არის მინიმუმ 13 და მაქსიმუმ 19 და False-ს წინააღმდეგ შემთხვევაში

    პასუხი:

def is_teenager(age):

    return 13 <= age <= 19

ან მეორე ვარიანტი, შემოწმება and-ით ჩაწერილი

def is_teenager(age):

    return (age >= 13) and (age <= 19)


  • დაწერეთ ფუნქცია tester რომელსაც გადაეცემა ორი რიცხვი და აბრუნებს True-ს თუ სრულდება შემდეგი ყველა პირობა და აბრუნებს False-ს წინააღმდეგ შემთხვევაში

    • პირველი რიცხვი მეტია ვიდრე მეორე რიცხვი

    • პირველი რიცხვი ნაკლებია 100-ზე

    • მეორე რიცხვი იყოფა 10-ზე უნაშთოდ


პასუხი:

def tester(num1, num2):

    return (num1 > num2) and (num1 < 100) and (num2 % 10 == 0)


  • ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს მანქანის უსაფრთხოების ღვედი, თუ სრულდება შემდეგიდან ერთი მაინც:

    • ასაკი არის მინიმუმ 8 წლის

    • წონა არის მინიმუმ 36 კგ.

    • სიმაღლე არის მინიმუმ 145 სმ.

დაწერეთ ფუნქცია seatbelt რომელსაც გადაეცემა სამი პარამეტრი age, weight, height და აბრუნებს True-ს თუ შეუძლია ქამრის გამოყენება და წინააღმდეგ შემთხვევაში აბრუნებს False


პასუხი:

def seatbelt(age, weight, height):

    return (age >= 8) or (weight >= 36) or (height >= 145)