კურსის შესახებ
პითონის საბაზო კურსის მიზანია, შეასწავლოს დამწყებ პროგრამისტებს პროგრამირების ძირითადი ცნებები და ოპერაციები.
კურსი 16 შეხვედრისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემებს:
- პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა და ზოგადი ინფორმაცია პითონის შესახებ,
- საბაზისო ტიპები და მათზე ოპერაციები,
- ინფორმაციის შენახვა და გამოყენება,
- ფუნქციები, საკუთარი ფუნქციები,
- ბულის (boolean) ტიპები და პირობითი ლოკიგა,
- პროგრამის დინების პირობითი მართვა (Conditional Flow control),
- ციკლი - პირობითი იტერაცია (Conditional Iteration, while cycle),
- ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - მასივები,
- ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - სხვა მსგავსი ტიპები,
- ოპერაციები თანმიმდევრობებზე,
- მონაცემების სტრუქტურა - dict, for ციკლი და list comprehension,
- ოპერაციები თანმიმდევრობებზე.
კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და ყოველი გაკვეთილის უდიდესი ნაწილი სავარჯიშოებს ეთმობა, ხოლო თეორიული ნაწილის, ძირითადი ცნებების სიღრმისეულად გააზრება ხდება უმეტესწილად ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით.
ყოველი გაკვეთილის ბოლოს ივსება მოკლე ქვიზი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს შეაჯამოს და განიმტკიცოს შეხვედრაზე მიღებული ცოდნა.