8 Courses
ციფრული წიგნიერების კურსის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა და უნარები. გარდა საბაზისო კომპიუტერული პროგრამების სწავლისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, მსმენელები შეისწავლიან სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებას, გაიცნობენ ინფორმაციის მოძიების სწორ და მარტივ გზებს, ისწავლიან ღრუბლოვან სისტემებთან მუშაობას. კურსში არსებული საკითხები და პრაქტიკული დავალებები მსმენელს დაეხმარება განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, რაც თანამედროვე, ციფრულ ერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ასევე, კურსდამთავრებულები შეძლებენ ციფრულ სამყაროში სხვადასხვა საფრთხეებისგან თავის დაცვას.
ფრონტ-ენდ დეველოპერები დიზაინერებთან ერთად გარდაქმნიან ციფრულ სამყაროს ადამიანისთვის გასაგებ ვიზუალად და ზრუნავენ მის გაცოცხლებაზე ფუნქციონალის მეშვეობით. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოდაგებათ ვებ გვერდის ვიზულისა და ფუნქციონალის შექმნისთვის, არამედ დაიწყებთ აზროვნებას ფრონტ-ენდ დეველოპერის მსგავსად. თქვენ ჩაერთვებით დეველოპმენტის ყველა პროცესში და გამოიმუშავებთ გასაუბრებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარებს.
თუ გსურთ შეისწავლოთ HTML5; CSS3; JS; jQuery - მაშინ გაიარეთ სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდეთ ჩვენს შეტყობინებას!
გრაფიკული დიზაინი ჩვენ გარშემო უამრავი სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ის ყოველთვის შედგება სიტყვებისგან ან გამოსახულებისგან, ბეჭდური ფორმით თუ ეკრანებზე, კომუნიკაციის დასამყარებლად. ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ ფუნდამენტურ უნარებს, რაც საჭიროა დახვეწილი გრაფიკული დიზაინის შესაქმნელად: პროცესი, ისტორიული კონტექსტი, მომხმარებლის შესწავლა - გამოსახულების შექმნა და ტიპოგრაფიის სწორად შერჩევა.
მთლიანი კურსის განვმალობაში სტუდენტები შექმნიან ნამუშევრებს და იმუშავებენ თავიან პორტფოლიოზე.
თამაშების დეველოპმენტის კურსის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა, მიღებული ცოდნით შეძლონ კომპიუტერული და მობილური ტიპის 2D თამაშების შექმნა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამა Unity-ში მუშაობას, C# პროგრამული ენის გამოყენებით. ასევე გაეცნობიან თამაშის დაგეგმვის პრინციპებს, ალგორითმების შემუშავებას და მათ განვითარებას.
კურსის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს მათ ისეთი უნარები, რის შედეგადაც შეეძლებათ დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი იდეები და დაიწყონ მუშაობა საინტერესო პროექტებზე.
ტექნოლოგიები
პითონის საბაზო კურსის მიზანია, შეასწავლოს დამწყებ პროგრამისტებს პროგრამირების ძირითადი ცნებები და ოპერაციები.
კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და ყოველი გაკვეთილის უდიდესი ნაწილი სავარჯიშოებს ეთმობა, ხოლო თეორიული ნაწილის, ძირითადი ცნებების სიღრმისეულად გააზრება ხდება უმეტესწილად ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით.
ტექნოლოგიები
ტექ-მეწარმეობის მოდული ეფუძნება ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო EntreComp-ს, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის ხელშესაწყობად შემუშავდა. მოდულის თითოეული კომპონენტი მიზნად ისახავს იდეების და შესაძლებლობების, რესურსების მართვის და იდეის პრაქტიკულად განხორციელების უნარების განვითარებას.
ტექნოლოგიები
WordPress კლუბის მიზანია ახალგაზრდებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის ამაღლება, სერვერების, ვებ-ტექნოლოგიებისა და ვებ-საიტების მიმართ ცოდნის ჩამოყალიბება, ძირითადი პრინციპების შესწავლა და სამომავლო განვითარებაზე სწორი მიმართულებების მიცემა.