თემის მონახაზი

  • კურსის შესახებ

    ტექმეწარმეობის მოდულის მიზანია ახალგაზრდებში განავითაროს ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებლობების ამოცნობის, იდეების განვითარების, რესურსების მობილიზაციისა და მართვის და იდეების პრაქტიკულად განხორციელების უნარები. 

    კლუბის მოდული ეფუძნება ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო EntreComp-ს, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის ხელშესაწყობად შემუშავდა.  მოდული ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მთელი სიცოცხლის მაძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარების რეკომენდაციებს.


    შესაძლებლობების მართვის უნარი გვეხმარება განვსაზღვროთ თუ  როგორ მოვახდინოთ შესაძლებლობების და იდეების ოპტიმიზაცია, როგორ გავიაზროთ ჩვენი იდეის გარემოზე გავლენა და მისი შედეგები. რესურსების მობილიზაცის და მართვის უნარი გვეხმარება განვივითაროთ თავდაჯერება და განვაგრძოთ განვითარება, ვისწავლოთ როგორ მოვახდინოთ რეფლექსია საკუთარ სისუსტეებზე და რთულ პერიოდებზე კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, როგორ მოვახერხოთ ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა შეზღუდული რესურსების პირობებში. იდეის პრაქტიკულად განხორციელების უნარი გვეხმარება  განვსაზღვროთ პრიორიტეტები და   მოვახდინოთ საქმის ორგანიზება მის ბოლომდე დასასრულებლად,  მივიღოთ გადაწყვეტილებები გაურკვევლობის, ბუნდოვანების და მაღალი რისკის პირობებში, ვისწავლოთ კეთებით.

    ამ უნარების განვითარება ახალგაზრდებს დაეხმარება გახდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე  დამოუკიდებლად მოსწავლე (independent learner), შეძლოს  ღირებული ინიციატივების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება,  აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყოს  კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზარზე ან წამოიწყოს ახალი სოციალური ან კომერციული საქმიანობა.


    მოდული ასევე ითვალისწინებს თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების და კონცეფციების გამოყენებას, როგორიცაა:
    ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობა, ლინ სთართ-აფი, დიზაინ აზროვნება, ბიჰეივიორისტიკა და ა.შ. 


    ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობა ისეთი იდეების განვითარებას გვასწავლის, რომელიც საზოგადოებაში სოციალური, ეკონომიკური თუ ეთიკური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. 


    ლინ სთართაფის მეთოდოლოგიიდაუფლებით მოსწავლეები მინიმუმ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნას და დინამიურ გარემოში ადაპტაციას ისწავლიან.


    დიზაინ აზროვნება პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის მეთოდოლოგიაა, რომელიც ადამიანის საჭიროებებზე მორგებულ, ეკონომიკურად მომგებიან და ტექნოლოგიურად  შესრულებადი იდეების განვითარებას ემსახურება. 

  • #3 - ინოვაციის 4 ლინზა

    • ნორმების რღვევა

    • ტრენდების გამოყენება

    • რესურსების ოპტიმიზაცია

    • საჭიროებების გააზრება


  • #4 - ტრენდების ფორკასტინგი

    • როგორ ამოვიცნოთ ტრენდები

    • როგორ ვისარგებლოთ ტრენდებით

    მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მუდამ თადარიგს ვიჭერთ და მზადებაში ვართ, მომავლის შესახებ ერთადერთი რამ გვაქვს გარკვეული - ის რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, როგორც ინდივიდუალურად, კომპეტენციების, ასევე ორგანიზაციებისა და სექტორების დონეზე. 

    სინამდვილეში,   მომავალისთვის უკეთ მომზადება მხოლოდ შესაძლებლობების მართვის ( ჩვენი ცნობისმოყვარეობის, ღიაობის და მოქნილობის და მომავლის შესაძლებლობების ამოცნობის და გამოყენების) უნარების განვითარებით შეგვიძლია.

    მომავლის კვლევა განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გახდა აქტუალური.   საკონსულტაციო კომპანიები და ტრენდ ფორკასტერები იკვლევენ ტენდენციებს, პოპულარულ პრესაში უფასო რჩევებიც უხვადაა და ზოგჯერ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლის პრეფერენციები და რა უნდა გაითვალისწინოს ამა თუ იმ ინდუსტრიამ, ორგანიზაციამ  თუ პროფესიონალმა იმისთვის, რომ შექმნას რამე ღირებული და წარმატებული. თუმცა, ხშირად ტრენდ რეპორტები ახალს არაფერს გვეუბნება და  გლობალური ტრენდებიც ლოკალურ კონტექსტში ყოველთვის „დაპირებისამებრ“ არ „მუშაობს“.


    თუკი ადრე აწმყოზე რეფლექსია და მომავლის ჭვრეტა მხოლოდ კონკრეტულ სფეროსთან, სპეციალობებთან ან თანამდებობებთან ასოცირდებოდა, დღეს ინტუიციისა და წარმოსახვის უნარის განვითარება (რათა განსაზღვროთ მომავლის შესაძლებლობები) ნებისმიერ ადამიანს სჭირდება...

    ამ შეხვედრის მიზანია ინსტრუქტორი დაეხმაროს  კლუბის მონაწილეებს გაიაზრონ:

    • როგორ ჩნდება და ვითარდება ტრენდი 

    • სოციალური დინამიკა რომელიც ტრენდების ატაცებას და დამკვიდრებას უწყობს ხელს

    • როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია გამოადგეთ მათი პროექტების განსახორციელებლად


    გამოყენებული ინსტრუმენტები:

    • ჰეისტაკის მეთოდი


  • #5 - მომავლის ხედვა

    მომავალი რომელიც არაფრით ჰგავს აწმყოს


    მომავლისთვის მზადების პროცესში, ყველაზე ხშირად ადამიანები და ორგანიზაციები უშვებენ იმ შეცდომას რომ წარმოიდგენენ, თითქოს მომავალი იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც აწმყოა. კლუბის მონაწილეების მომავლის ხედვის უნარის გასავითარებლად ინსტრუქტორი:

    • აცნობს სამი ჰორიზონტის განსაზღვრის  და მომავლის 4 P-ს ჩარჩოს მეთოდს

    • ავარჯიშებს საკუთარი იდეის კონტექსტში განსახზღვრონ ახლო და შესაძლო, შორეული, სარწმუნო, სავარაუდო და სასურველი მომავალი.


    ინსტრუმენტი


  • #7 - მომხმარებლის ქცევა ნაწ.1

    • ბიჰეივიორისტული ეფექტები

    • კოგნიტიური, ჩვევითი და აფექტური გადაწყვეტილებები


  • #10 - ინოვაციის ათვისება

    • ვისთვის ვქმნით

    • ინოვატორების, ადრეული ადეპტების, კრიტიკული მასის თავისებურებები