ანტრეპრენერის პოტენციალის ტესტი

ანტრეპრენერის პოტენციალის ტესტი წარმოდგენას გიქმნით რამდენად გაქვთ ანტრეპრენერობისთვის საჭირო  მოტივაცია, უნარები და დამოკიდებულებები. ანტრეპრენერის ტესტს კლუბის წევრები აკეთებენ სამუშაო შეხვედრაზე, მას შემდეგ რაც ინსტრუქტორი მოტივაციის, უნარების და დამოკიდებულებების მოკლე მიმოხილვას აკეთებს. 

ანტრეპრენერის მოტივაცია

მოტივაცია განაპირობებს ქცევას.ხშირად მოტივაცია უბიძგებს მოქმედებისკენ. ანტრეპრენერებში მაღალია წარმატების მიღწევის, ძალაუფლების, გამოწვევების სურვილი და ამბიცია და დამოუკიდებლობის და საკუთარი თავის განკარგვის სურვილი. 

წარმატების/პროგრესის სურვილი

ადამიანს რომელსაც პროგრესის სურვილი აქვს მოსწონს როცა თავად ისახავს მიზნებს და სხვებისგან უკუკავშირს იღებს. ასეთი ადამიანები ხშირად კონკურენციის მოყვარულები არიან და განსაკუთრებით კი ცდილობენ საკუთარ თავს აჯობონ.

მინიმალური მაჩვენებელი 5

საშუალო მაჩვენებელი 17

მაქსიმუმ მაჩვენებელი 20


ძალაუფლების/კონტროლის სურვილი

ადამიანებს ვისაც ძალაუფლება და კონტროლი მოსწონთ, ხშირად სხვისი ხელმძღვანელობის და სხვაზე ზეგავლენის სურვილი აქვთ. ამ ადამიანებს სურთ მოახდინონ სხვების ორგანიზება, კოორდინაცია და რესურსების მობილიზაცია. მათ ასევვე მოსწონთ როცა იწვევენ აღფრთოვანებას და ამით სოციალურ სტატუსს იმაღლებენ.


მინიმალური მაჩვენებელი 5

საშუალო მაჩვენებელი 17

მაქსიმუმ მაჩვენებელი 20


გამოწვევების სურვილი და ამბიცია

გამოწვევები და ამბიცია წარმატების მიღწევის სურვილთანაა დაკავშირებული. ასეთი ადამიანები მუდამ ეძებენ რთულ ამოცანებს რომ ოცნებები აისრულონ. მათ მუდმივად სწავლის და განვითარების სურვილი აქვთ. 


მინიმალური მაჩვენებელი 5

საშუალო მაჩვენებელი 16

მაქსიმუმ მაჩვენებელი 20


თვით-მყოფადობა და დამოუკიდებლობის სურვილი

ადამიანები ვინც დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ეძებენ, სურთ თავიანთი თავის ბატონ-პატრონები იყვნენ და თავად გააკეთონ არჩევანი, დაუწესონ თვს შეზღუდვები, ანუ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები


მინიმალური მაჩვენებელი 4

საშუალო მაჩვენებელი 12

მაქსიმუმ მაჩვენებელი 16


ანტრეპრენერის უნარები

უნარები ბუნებრივი მონაცემებია. ზოგიერთი უნარი განაპირობებს ადამიანის არჩევანს გახდეს მეწარმე

შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა

შეუპოვრობა გამოიხატება ადამიანის მიზანსწრაფულობაში მიაღწიოს მიზანს ან გადაჭრას რამე პრობლემა. ასეთ ადამიანებს უფრო მარტივად შეუძლიათ წარუმატებლობის შემდეგ რეაბილიტაცია

მინიმალური მაჩვენებელი 4

საშუალო მაჩვენებელი 14

მაქსიმუმ მაჩვენებელი 16


თავდაჯერება/ენთუზიაზმი

თავდაჯერებულობა ადამიანის საკუთარ შესაძლებლობებში რწმენაა. თავდაჯერებული ადამიანი ამაყობს საკუთარი თავით, იცის საკუთარი თავის ფასი და ოპტიმისტურად არის განწყობილი საკუთარი წარმატების მიმართ. 


მინიმალური მაჩვენებელი 4

საშუალო მაჩვენებელი 13

მაქსიმუმ მაჩვენებელი 16


ბუნდოვანებასთან და სტრესთან გამკლავება

ეს მეწარმის წარმატების აუცილებელი თვისებაა. ისინი ვინც ბუნდოვანებას და სტრესს კარგად უმკლავდება ადაპტაციის მაღალი უნარით გამოირჩევიან.


მინიმალური მაჩვენებელი 6

საშუალო მაჩვენებელი 19

მაქსიმუმ მაჩვენებელი 24


შემოქმედებითი და წარმოსახვის უნარი

შემოქმედებითობა ხშირად გამოვლინება ცნობისმოყვარეობაში და პრობლემის მრავალფეროვანი გადაჭრის გზების ძიებაში


მინიმალური მაჩვენებელი 6

საშუალო მაჩვენებელი 21

მაქსიმუმ მაჩვენებელი 24



თქვენი დამოკიდებულებები

დამოკიდებულებები შედგება წარმოდგენებისგან. დამოკიდებულებები განაპირობებს თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. 


სხვის ცხოვრებაზე ზემოქმედება

ზოგიერთი ადამიანი წარმატებას იღბალს მიაწერს, ზოგი კი საკუთარ თავს. მეწარმეები როგორც წესი თვლიან რომ თავად შეუძლიათ მოვლენების შეცვლა. მეწარმეებს როგორც წესი სწამთ რომ თავიანთი საქმიანობით სხვისი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.


მინიმალური მაჩვენებელი 6

საშუალო მაჩვენებელი 20

მაქსიმუმ მაჩვენებელი 24


ქმედებაზე ორიენტირებული

ქმედებაზე ორიენტირებულობა მეწარმის ყველაზე დამახასიათებელი უნარია. მოქმედების სურვილი და გულმოდგინება მეწარმის ყველაზე გავრცელებული მახასიათებლებია. მათ სწამთ რომ წარმატებისთვის მოქმედებაა საჭირო.


მინიმალური მაჩვენებელი 5

საშუალო მაჩვენებელი 17

მაქსიმუმ მაჩვენებელი 20

ბოლო ცვლილება: Tuesday, June 29 2021, 4:30 PM