ლინ სტარტაპის მეთოდოლოგია და მინიმალური ღირებულების პროდუქტი

ლინ სთართაფი (Lean Startup) სტარტაპების შექმნის და მართვის მიდგომაა, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად სწრაფად და მხოლოდ სასურველი პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებელს. ასევე ეს მიდგომა შეიძლება იქნას გამოყენებული ახალი პროდუქტის განვითარების დროსაც. 

ძალიან ხშირად კომპანიები პროდუქტების განვითარებას იწყებენ და ამაზე ხარჯავენ თვეებს და წლებს, ვიდრე სრულყოფენ ამ პროდუქტს ისე, რომ არავის აჩვენებენ. მათ შორის არც სავარაუდო მომხმარებელს. შედეგად იღებენ იმას, რომ მომხმარებელს ეს პროდუქტი არ იზიდავს. ლინ სტარტაპის მეშვეობით კომპანიები მუდმივ რეჟიმში ტესტავენ თავიანთ იდეას, რათა მომხმარებლამდე მან მიაღწიოს არა იდეალური, არამედ არასრულყოფილი, სატესტო რეჟიმის ეტაპზე. მომხმარებლის კვლევის ტრადიციულ ფორმებს ხშირად შეცდომაში შევყავართ, მომხმარებლები არ არიან გულწრფელები როცა უკუკავშირს გვაძლევენ, ნებსით თუ უნებლიეთ ტყუიან ან საერთოდ უჭირთ რეფლექსია ან პოზიცია არ გააჩნიათ. ამიტომ ლინ სტარტაპის მეთოდოლოგიის მიხედვით ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მომხმარებლის დამოკიდებულების დადგენის მისი მოხმარების პერიოდში დაკვირვებაა. მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტი ლაბოატორიებში ვერ შეიქმნება, ის მომხმარებელთან ერთად უნდა შეიქმნას. სტარტაპის მთავარი ამოცანა კი იმ ბუნდოვანების და გაურკვევლობების ექსპერიმენტების გზით დადგენაა თუ რა შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს მომხმარებელს. 


MVP მინიმალური ღირებულების პროდუქტი

რა არის MVP ? ტერმინი MVP (Minimum Viable Product – მინიმალური ღირებულების პროდუქტი) ფართოდ გამოიყენება პროდუქტის განვითარების სფეროში და ის 2001 წელს ფრენკ რობინსონმა (დღეს SyncDev-ის გენერალური დირექტორი) Agile Product Development-ის საქმიანობის დასაწყისის დროს შექმნა. მას შემდეგ ამ ცნების პოპულარიზაციას ინდუსტრიაში ისეთმა ავტორებმა შეუწყვეს ხელი, როგორებიც არიან: სტივ ბლენკი, მარტი კეგენი და ერიკ რისი. შედეგად, ტერმინი მოდურად იქცა და, როგორც მოდურ ტერმინებს ახასიათებს, მას ხშირად არასწორად განმარტავენ და იყენებენ.

 MVP - პროდუქტია „მეწარმეთა უმეტესობას ვერ წარმოუდგენია, რომ ახალი პროდუქტი გაუმართავი ნაკეთობა შეიძლება იყოს, რომლითაც ინტერესისთვის სარგებლობს მომხმარებელთა პატარა ჯგუფი. ისინი მიიჩნევენ, რომ ის ხარისხის უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკეთესობისკენ ცვლიდეს მსოფლიოს. ის უნდა იყოს პრიალა, „კარგად დავარცხნილი“ და პრაიმ-თაიმის რეკლამისთვის გამზადებული... ხარვეზიანი და დაუმთავრებელი ადრეული პროდუქტის შექმნა ერთი შეხედვით, დაუშვებელ კომპრომისს ჰგავს... MVP სხვადასხვა სირთულის შეიძლება იყოს - უაღრესად მარტივი და პრობლემებითა თუ ნაკლული ფუნქციებით აღსავსე ადრეული პროტოტიპით დამთავრებული. იმის გადაწყვეტა ზუსტად როგორი უნდა იყოს მინიმალურად მომუშავე პროდუქტი წინასწარ შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ერთი მინიშნება: მეწარმეთა უმეტესობა, როგორც წესი MVP-ს ზედმეტი ფუნქციებით „ხუნძლავს“. ამიტომ, როცა ეჭვი გეპარებათ, გაამარტივეთ.“ ერიკ რისის მოცემული განმარტებიდან გამომდინარე MVP აუცილებლად უნდა იყოს იდეალურად წარმოდგენილი პროდუქტის მარტივი, პირველადი ვერსია, რომელიც მომხმარებლის უკუკავშირის მიღებისა და ანალიზის საუკეთესო საშუალებაა. გახსოვდეთ, რომ მომხმარებელი არ არის ყოველთვის პროდუქტის მყიდველი. Facebook-ი მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს რეკლამის გაყიდვით, მაშინ როდესაც მისი მომხმარებლები სერვისით უფასოდ სარგებლობენ.

დღეისათვის ბევრი კამათობს იმაზე თუ რამდენად საჭიროა MVP, ამიტომ მნიშვნელოვანია MVP ორი სახე განვიხილოთ: დადასტურებული, შესაბამისად - ვალიდური MVP და დაუდასტურებელი MVP. ანუ იმ შემთხვევაში თუკი თქვენი MVP არ არის ისეთი სრულყოფილი პროდუქტი, როგორიც წარმოგიდგენიათ და მისი ვალიდაცია წარმატებულია, ეს მიუთითებს რომ იდეა წარმატებული იქნება, თუმცა თუკი ვალიდაცია წარუმატებელია ეს ავტომატურად არ მიუთითებს, რომ იდეაც ასევე არ გაამართლებს, ვინაიდან დასრულებული პროდუქტი შესაძლოა მომხმარებელმა ბაზარზე გასვლის შემდგომ აიტაცოს... ამიტომ უმჯობესია თავდაპირველად დაუდასტურებელი MVP-ით დაიწყოთ და შემდეგ მის ვალიდაციაზე გადახვიდეთ. მაგალითად განვიხილოთ დრიუ ჰიუსტონის გამოცდილება, რომელმაც 2008 წლის მარტში ჩაუშვა ვიდეო Dropbox -ის აღწერის შესახებ, სადაც მოკლედ იყო ნაჩვენები, როგორ შეიძლებოდა მოცემული სერვისის გამოყენება6 და ერთ ღამეში 5000-დან 75 000-მდე გამომწერი დააგროვა, პროდუქტზე რომელიც ჯერ არც არსებობდა - თუმცა ამ ნაბიჯით დრიუ ჰიუსტონმა შეძლო Y combinator -ის აქსელერაციის პროცესი გაევლო და პირველი დაფინანსება მოეპოვებინა, რის შემდეგაც დაიწყო მისი მოგზაურობა ბაზარი-პროდუქტის თავსებადობის დამტკიცების გზაზე და დღევანდელი გადმოსახედიდან თუ გადავხედავთ საკმაოდ წარმატებით გრძელდება. როგორ შევქმნა MVP MVP -ის შექმნა ბევრ რიგით საკითხზეა დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე თუ რა ტიპის პროდუქტის შექმნა სურს მეწარმეს და როგორ მოახერხებს, რომ ბაზრისა და პროდუქტის თავსებადობას მიაგნოს. პროდუქტები ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ფიზიკური პროდუქტები და ონლაინ/ციფრული პროდუქტები. თითოეული მათგანის შექმნას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება და შესაბამისად სხვადასხვა რესურსები. ფიზიკური პროდუქტის შემთხვევაში MVP შესაძლოა იყოს დიზაინის არ მქონე უბრალოდ ძირითადი ფუნქციის შემსრულებელი პროდუქტი, ციფრული პროდუქტის შემთხვევაში საკმარისია იმ ძირითადი ფუნქციის შესრულება, რომელიც პროდუქტის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. მაგალითად, ციფრული პროდუქტები შესაძლოა მეწარმეებმა საკუთარი ძალებით შემდეგი პლატფორმების მეშვეობით მოახდინონ: https://marvelapp.com - აპლიკაციების საკუთარი ძალებით დასამზადებლად https://www.wix.com

 - ვებ-გვერდის, ერთ გვერდიანი საინფორმაციო საიტის დასამზადებლად https://domenebi.ge/ - იმისათვის, რომ შემოწმდეს სასურველი დომენის სახელი -.ge დომენზე, ხოლო „.com“ დომენის და ჰოსტინგის შესაძენად შესაძლოა გამოყენებული იქნას https://honeyhost.net/.

 MVP  ვალიდაცია - სტარტაპის ტესტირებას და მომხმარებლის უკუკავშირის მიღებას ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ MVP ლინ მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვალიდაციაც შესაძლოა სწორედ მოცემული მეთოდის მნიშვნელოვანი პრინციპის მიხედვით შექმენი -> გაზომე - > ისწავლე განვიხილოთ. შექმნიდან - გაზომვის ეტაპამდე არის ის პროცესი, რომლის დროსაც იქმნება MVP და ხდება მისი ვალიდაცია რეალურ მომხმარებელთან. გაზომვის გზები, ანუ ვალიდაციის მეთოდები სხვადასხვაა და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი სტარტაპისთვის ინდივიდუალურია და უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. თუმცა, პირველ რიგში ვალიდაციამდე აუცილებელია გავითვალისწინოთ: კარგად უნდა იქნას გააზრებული რა პრობლემას ჭრის პროდუქტი აუცილებელია შესწავლილი იყვნენ ადრეული ამთვისებლები - ანუ პირველი პოტენციური მომხმარებლები უნდა ჩამოყალიბდეს მოლოდინები პროდუქტთან მიმართებაში, მაგალითად მობილური აპლიკაციის შექმნისას შესაძლოა დაიგეგმოს აპლიკაციის მომხმარებელთა სავარაუდო რიცხვი, საიტის ვიზიტორთა რიცხვი და ა.შ. ქვემოთ განვიხილოთ ვალიდაციის რამდენიმე მეთოდი: 

„ქრაუდფანდინგი“

 როგორც პროდუქტის ტესტირების შესაძლებლობა Crowdfunding ხალხის დაფინანსება, ტერმინია, რომელიც გამოხატავს იდეის დაფინანსების ისეთ მეთოდს, როდესაც საზოგადოება იმ შემთხვევაში თუკი პროდუქტი/იდეა მოეწონათ იდეის ავტორს სიმბოლურ თანხას ურიცხავენ იდეის განსახორციელებლად. ეს შესანიშნავი გზაა იმის გასაგებად, თუ რამდენად მოსწონს პოტენციურ მომხმარებელს პროდუქტი და დადგინდეს მზად არიან თუ არა ისინი გული გადაიხადონ პროდუქტის საყიდლად. შეგიძლიათ იხილოთ ორი მსხვილი ქრაუდფანდინგ პლატფორმა: www.indiegogo.com; www.kickstarter.com პრე-შეკვეთები მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია MVP-ის ვიდეო და ფოტოები ერთგვერდიან საიტზე განთავსდეს და დაიწყოს პრე-შეკვეთების მიღება, რაც საშუალებას მისცემს იდეის ავტორებს დაადგინონ დაინტერესებული და გადამხდელი მომხმარებლების რიცხვი. მსგავს მეთოდით გამოვიდა ბაზარზე ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus, ილონ მასკი ხშირად იყენებს მოცემულ მეთოდს პროდუქტის ვალიდაციისთვის, მაგალითად 2019 წლის ნოემბერში, მან Tesla Cybertruck -ის პრეზენტაცია გამართა, ნოემბრის ბოლოს კი 250 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო.8 რაც მიუთითებს მომავლის ავტომობილის წარმატებულობაზე. 

გამოწერა 

ერთ-გვერდიან საიტზე შესაძლებელია პროდუქტის აღწერის დამატება, ვიდეოს, ფოტო მასალის ატვირთვა და ე.წ. „გამოწერა“ (Subscribe) ღილაკის ამუშავება, რას შესაძლებლობას მოგცემთ შეაგროვოთ დაინტერესებული მომხმარებლების მეილები და შემდგომში რეალური პროდუქტი შესთავაზოთ მათ. მოცემული მეთოდი მაგალითად, შესაძლოა მეწარმეს დაეხმაროს Dropbox -ის მაგალითის მსგავსად პირველი ინვესტიციის მოზიდვასა და მუშა პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებაში. საინტერესოა Zappos -ის ვალიდაციის ქეისი, როდესაც მისმა დამფუძნებელმა 1999 წელს დააარსა ფეხსაცმლის ონლაინ შეძენის კულტურა მომხმარებელს არ ჰქონდა. შესაბამისად, მისი მთავარი ამოცანა იყო ტესტირება ჩაეტარებინა, რადგან დაედგინა რამდენად მზად იყო მომხმარებელი ფეხსაცმელი ონლაინ შეეძინა. ამისთვის გააკეთა ერთ გვერდიანი საიტი, მის მეზობლად მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიებში ფოტოები გადაუღო ფეხსაცმელს და დაიწყო გაყიდვის პროცესი. დაკვირვების და მომხმარებლის უკუკავშირის მიღების შემდეგ დაიწყო კომპანიის განვითარება. „ზაპოსი“ დღემდე მომხმარებელსა და თანამშრომელზე მზრუნველ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად მიიჩნევა. გაითვალისწინეთ, რომ MVP ვალიდაციის მეთოდი მეწარმეზე (Entrepreneur) დამოკიდებული და გაითვალისწინეთ, რომ თუკი ერთი მეთოდი არ მუშაობს შესაძლებელია სხვა მეთოდების გამოყენება. 



ბოლო ცვლილება: Wednesday, June 30 2021, 8:52 AM