სავარჯიშო B

1.კლუბის წევრები იყოფიან ჯგუფებად და მუშაობენ კედელზე (დაფაზე/ფლიპჩართის ფურცლებზე) რომელიც ოთხ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი ეთმობა ადამიანის საჭიროებებს, მეორე გლობალური განვითარების მიზნებს, მესამე ტექნოლოგიას და მეოთზე Mash-Up-ს.

2. პირველ ნაწილში მონაწილეები წერენ რაც შეიძლება ბევრი ადამიანურ საჭიროებას ფერად წებოვან ქაღალდებზე. (მაგალითად, სიყვარული, გამოფხიზლება, სპორტი, გართობა, ჭამა, კარგი მშობლობა, კარგი მოქალაქეობა, პატრიოტობა და ა.შ.) შესაძლებელია ამ აქტივობაზე მუშაობა დაიწყოს კითხვაზე პასუხით: რა სურთ/სჭირდებათ ადამიანებს? ამ აქტივობას მაქსიმუმ ხუთი წუთი უნდა დაეთმოს.

3. გადადით მდგრადი განვითარების მიზნებზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო გამოწვევა. ერთ კონკრეტულ გამოწვევასთან მიმართებაში ჩამოთვალეთი ოცამდე საკითხი, რაც ამ მიზანს ეხება.


Graphical user interface, application

Description automatically generated


4. გადადით ტექნოლოგიაზე. ჩამოთვალეთ იმდენი ტექნოლოგიური ინოვაცია ან არსებული ტექნოლოგია, რისი მოფიქრებაც შეგიძლიათ. მაგ.  Spotify, Google Maps და ა.შ. და დაწერეთ ფერად წებოვან ქაღალდზე და მიაწებეთ შესაბამის კედელზე

5. თითოეული კატეგორიიდან აირჩიეთ თითო იდეა (სულ 4) და დააკავშიროთ ისინი ერთმანეთთან, ისე რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ერთი იდეა. იდეები მეოთხე კედელზე Mash-up-ის ნაწილში გადაიტანეთ. 


6. განიხილეთ ყველა იდეა 

7. განათავსეთ თქვენი იდეები თემებად და შეარჩიეთ საუკეთესოები.



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 11:58 AM