ინსტრუქტორის გზამკვლევი: პროტოტიპის შექმნა და ტესტირება

ამ კვირაში ინსტრუქტორი კლუბის მონაწილეებს უზიარებს პროტოტიპის შექმნასა და ტესტირებასთან დაკავშირებულ რჩევებს და მინი ვორქშოფის მეშვეობით ავარჯიშებს პროდუქტის და სერვისის პროტოტიპის შექმნაში. 

პროტოტიპის შექმნა და ტესტირება

იდეის გააზრებისა და რეალურ პროდუქტად გარდაქმნისათვის მნიშვნელოვანია იგი პირველად მუშა მოდელად გარდაიქმნას. პროტოტიპი შესაძლოა იყოს ვიზუალური ინტერპრეტაცია იმისა, თუ რის გაკეთება სურს კომპანიას ან ინდივიდუალურ პირს საბოლოოდ, ან ისეთი მოდელი, რომელიც ტექნიკურად ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს, თუმცა არ აქვს ისეთი ვიზუალური გაფორმება, რომლითაც პროდუქტი მომხმარებლამდე მიაღწევს. პროტოტირებისათვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულად იქნას წარმოჩენილი იდეა, გაწერილი იქნას მისი მუშაობის პრინციპები და ის დეტალები რომლისგანაც შედგება პროდუქტის მოხმარების პროცესი.

ამ პროცესის ძირითადი მიზანია გაირკვეს, თუ რა მუშაობს იდეაში, რა არ მუშაობს, რა რესურსებია საჭირო პროდუქტის შესაქმნელად. პროტოტიპის შექმნის შემდეგ კი მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ უკუკავშირი, რჩევები პოტენციური მომხმარებლისგან, რათა სწორედ მათ მოთხოვნებზე დაყრდნობით მიიღოს პროდუქტმა საბოლოო სახე.

ტესტირება (Test) მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია გაირკვეს შექმნილი პროტოტიპი, რამდენად მისაღებია თქვენი მომხმარებლისთვის. რამდენად ზუსტად აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც მათ აწუხებდათ? რას შეცვლიდნენ? აჩვენეთ თქვენი პროტოტიპი რეალურ ადამიანებს, დაუსვით კითხვები და დააკვირდით მათ პასუხებს. რამდენად მარტივად გაერკვნენ პროდუქტის ფუნქციებში? რამდენად მარტივად იყენებენ მას? მოსწონთ დიზაინი?3 - მოცემულ კითხვებზე პასუხი საშუალებას მოგცემთ ივარაუდოთ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი პროდუქტი ბაზარზე გატანის შემდეგ. იმპლემენტაცია (Implement) მოცემული ეტაპის მთავარი ამოცანაა გაანალიზდეს მომხმარებლის მხრიდან მიღებული რჩევები, უკუკავშირი და პროდუქტს მიეცეს საბოლოო სახე. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორად ჩამოყალიბდეს პროდუქტის საბოლოო ფუნქციონალი, ვიზუალური მხარე, ტექნიკური პროცესების აღწერა. დაიწყოს წარმოება (პროგრამული პროდუქტის შემთხვევაში საბოლოო დეველოპმენტი) და ბაზარზე გატანა. მოცემული ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე რთულია ვინაიდან აქ სრულდება ის კრეატიული პროცესები რაც წინა 5 ეტაპის განმავლობაში მუშავდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ იმპლემენტაციის გარეშე ყველანაირი კრეატიული იდეა რჩება მხოლოდ იდეად.



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 3:24 PM