სამი ჰორიზონტის ვორქშოფი
ვორქშოფის მიზანი: კლუბის მონაწილეების მომავლის ხედვის უნარების გავარჯიშება
ვორქშოფის ხანგძლივობა - 3 საათი.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12
საჭირო მასალები: ფლიპჩართის ფურცლები, მარკერები, ფერადი წებოვანი ქაღალდები (sticky notes), ვორქშოფის ამობეჭდილი ინსტრუქცია
ნაბიჯი 1. ინტერესის სფეროს შერჩევა 15 წთ. კლუბის მომანაწილეები იყოფიან 3-4 კაციან ჯგუფებად და შეარჩევენ მათთვის საინტერესო სფეროს. მაგ. მუზეუმები, რესტორნები, შოპინგ მოლები და ა.შ. რომლის მომავლის ხედვაზეც იმუშავებენ ვორქშოფის განმავლობაში.
ნაბიჯი 2. სამი ჰორიზონტის მეთოდის მიმოხილვა. 20 წთ. ინსტრუქტორი აკეთებს 3 ჰორიზონტის მეთოდის მიმოხილვას. ჯგუფებს უკვე დარიგებული აქვთ 3 ჰორიზონტის ვორქშოფის ამობეჭდილი ინსტრუქცია, ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები და წებოვანი ფერადი ქაღალდები.
ნაბიჯი 3. პირველი ჰორიზონტი. 30 წთ. ჯგუფის წევრები ფლიპჩართის ფურცელზე ხატავენ სამი ჰორიზონტის რუქას და იწყებენ მსჯელობას პირველ ჰორიზონტზე. მათ უნდა გასცენ პასუხი ქვემოთ მოცემულ კითხვებს, კითხვებზე პასუხები ვარდისფერი ფერის წებოვან ქაღალდებზე დაწერონ და მიაწებონ რუქაზე A,B,C,D ადგილებზე.
კითხვები:
A. კლუბის წევრები მსჯელობენ თუ რა ხდება ამჟამად მათ მიერ შერჩეულ სფეროში. რა არის ტრენდული?
B. რა ხდებოდა სფეროში აქამდე? რა ღირებულებებმა, კულტურულმა ფაქტორებმა, მოვლენებმა განაპირობეს სფეროს განვითარება დღევანდელ დღემდე?
C. რატომ უნდა შეიცვალოს ეს? რა აღარ მუშაობს? რამდენად გარდაუვალია ცვლილება?
D. რა არის ძველი სისტემიდან შესანარჩუნებელი?
ნაბიჯი 4. მესამე ჰორიზონტი.30 წთ.ჯგუფის წევრები იწყებენ მსჯელობას მესამე ჰორიზონტზე. მათ უნდა გასცენ პასუხი ქვემოთ მოცემულ კითხვებს, კითხვებზე პასუხები ყვითელი ფერის წებოვან ქაღალდებზე დაწერონ და მიაწებონ რუქაზე E,F,G,H ადგილებზე.
კითხვები:
E. როგორი მომავალს ვინატრებდით გვეხილა ამ სფეროში?
როგორ გამოიყურება და როგორ იგრძნობს თავს მომხმარებელი თუ სფეროს წარმომადგენელი ამ მომავალში?
F. შორეული სასურველი მომავლის რა ჩანასახოვან ნიშნებს ვხედავთ ახლა? დაასახელეთ კონკრეტული მაგალითები.
G. რა ღირებულებებთან, კულტურულ გავლენებთან არის ეს მომავლის აწმყოში ჩადებული ნიშნები ასოცირებული?
H. ვინ არის ახლა სფეროში ინოვატორი, ვისთანაც მომავლის ჩანასახოვანი ნიშნები შეინიშნება?
ნაბიჯი 5. მეორე ჰორიზონტი. 30 წთ. ჯგუფის წევრები იწყებენ მსჯელობას მეორე ჰორიზონტზე. მათ უნდა გასცენ პასუხი ქვემოთ მოცემულ კითხვებს, კითხვებზე პასუხები მწვანე ფერის წებოვან ქაღალდებზე დაწერონ და მიაწებონ რუქაზე I,J,K ადგილებზე.
კითხვები:
I. სხვა რა სახის რადიკალური ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, სოციალური და კულტურული ცვლილებებია მოსალოდნელი?
J. რა შეიძლება გავაკეთოთ რომ ვისარგებლოთ ტრენდის ადრეული ნიშნებით?
K. თქვენ რომ იყოთ ახალი ტრენდის ინიციატორი, ვინ გახდებოდა თქვენი მოკავშირე?
რას მოიმოქმედებთ?
როგორ ითანამშრომლებთ სხვებთან რათა ტრენდი გავრცელდეს?
ვინ იქნება ყველაზე მეტად მოწყვლადი ამ ცვლილების მიმართ?
შეარჩიეთ სამი მოსალოდნელი ცვლილება, რომლის საფუძველზეც შექმნით სრულიად ახალ პროდუქტს ან სერვისს? ამ აქტივობისას თქვენი მიზანია შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც პირველ ჰორიზონტს მესამესთან დააკავშირებს.