სამეწარმეო კომპეტენციების რუქის ვორქშოფი
იმისთვის რომ განვსაზღვროთ ტექ-მეწარმეობის კლუბის აქტივობების გავლენა და დავეხმაროთ მოსწავლეს განვითარების გეგმის შემუშავებაში, რეკომენდებულია კლუბში გაწევრიანების და სამეწარმეო იდეაზე მუშაობის დასრულებისას მოხდეს მოსწავლის მიერ საკუთარი სამეწარმეო უნარების თვითშეფასება და რეფლექსია.
ვორქშოფის მიზანი: კლუბის მონაწილეების გარკვევა სამეწარმეო კომპეტენციებში და თვითშეფასების პროცესის ფასილიტაცია.
ვორქშოფის ხანგძლივობა - 2 საათი.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12
საჭირო მასალები: ამობეჭდილი სამეწარმეო კომპეტენციების თვითშეფასების რუქა, სამეწარმეო კომპეტენციების არასრული რუქა (მნიშვნელობების გარეშე), ცალკე პატარა ფურცლებზე ამობეჭდილი კომპეტენციების მნიშვნელობები. ფლიპჩართი ან დაფა, მარკერი ან ცარცი.
ნაბიჯი 1. 10 წთ. დისკუსია. ვორქშფი იწყება დისკუსიით თემაზე: რა უნარებია საჭირო ადამიანისთვის, რომელსაც კომპანიის ან ბიზნესი წამოწყება სურს? რატომ?
ნაბიჯი 2. 15 წთ. სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო. ინსტრუქტორი ხსნის სამეწარმეო კომპეტენციების მნიშვნელობას ნებისმიერი ადამიანისთვის და მოკლედ მიმოიხილავს სამეწარმეო კომპეტენციებს.
ნაბიჯი 3. 20 წთ. წყვილებში მუშაობა. კლუბის წევრებმა წყვილებში სამეწარმეო კომპეტენციების არასრულ რუქაზე კომპეტენციებს უნდა შეუსაბამონ განმარტებები. ამისთვის მათ ცალკეული კომპეტენციის გვერდით უნდა მიაწებონ შესაბამისი განმარტება.
ნაბიჯი 4. 25 წთ. ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა.
ინდივიდუალური სამუშაო 10 წთ. კლუბის წევრს გადაეცემა ამობეჭდილი სამეწარმეო კომპეტენციების თვითშეფასების რუქა. ცარიელ გრაფაში კლუბის წევრი აფასებს თუ რამდენად აქვს განვითარებული ესა თუ ის კომპეტენცია. კომენტარებში შეუძლია მონიშნოს მაგალითები.
წყვილებში მუშაობა. 15 წთ წყვილები ერთმანეთს უზიარებენ თუ რომელი კომპეტენცია აქვთ ყველაზე მეტად განვითარებლი და რომელი ყველაზე ნაკლებად. რა არის ამის მიზეზი? წყვილები ერთმანეთს ურჩვენ თუ რა შეიძლება გააკეთოს მეწყვილემ სუსტად განვითარებული კომპეტენციების ასამაღლებლად.