საკვანძო სამეწარმეო კომპეტენციები
რა უნარებია საჭირო ადამიანისთვის, რომელსაც კომპანიის ან ბიზნესი წამოწყება სურს? უნარების ნაკრებს, რომლებიც ადამიანს საკუთარი ინიციატივების შემუშავების, დაგეგმვის და განხორციელების საშუალებას აძლევს სამეწარმეო უნარები ეწოდება. თუმცა, ეს უნარები არა მხოლოდ მეწარმეებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ მიუხედავად ეკონომიკური რყევებისა თუ პიროვნული კრიზისებისა, მოძებნოს გამოსავალი, იყოს რეალიზებული და წარმატებული2.
ტექ-მეწარმეობის კლუბის სილაბუსი და სასწავლო მასალები შემუშავებულია სამეწარმეო კომპეტენციების ევროპული ჩარჩოს EntreComp-ის მიხედვით და ავითარებს შესაძლებლობების ამოცნობის, იდეების წარმატებით დაგეგმვის და განხორციელების უნარებს.
ამ მიზნით, კლუბში გაწევრიანებულ თითოეულ მოსწავლეს კლუბის ინსტრუქტორი:
აცნობს მოსწავლეებს მეწარმის წარმატებისთვის საჭირო უნარებს
ეხმარება დასახონ საკუთარი განვითარების მიზნები და პერიოდულად მოახდინონ რეფლექსია საკუთარ და თანაგუნდელების პროგრესზე
აძლევს უკუკავშირს სხვადასხვა კომპეტენციებთან დაკავშირებულ პროგრესზე
კლუბის მონაწილეების სამეწარმეო კომპეტენციებში გათვითცნობიერების, თვითშეფასების და განვთარების მიზნებზე რეფლექსიისთვის ინსტრუქტორი იყენებს:
ენტრეკომპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს სავარჯიშოს: კომპეტენციების რუქას
სამეწარმეო მზაობის ტესტს
ინსტრუმენტები
სამეწარმეო კომპეტენციების EntreComp რუქის ვორქშოფი