ჰეისტაკის მეთოდის ეტაპები


A picture containing graphical user interface

Description automatically generated


პირველი ეტაპი. შეგროვება


მონაცემების შეგროვება დისციპლინირებული აქტია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების კითხვის, მოსმენის, ყურების და საუბრის პროცესში.


მიუხედავად იმისა, თუ რა სიხშირით ეცნობით პრესას ან პროფესიულ გამოცემებს, სოციალურ მედიას თუ უყურებთ საინფორმაციო გადაცემებს, ფაქტია, რომ ყოველ ჯერზე თქვენ აწყდებით უამრავ საინტერესო ინფორმაციას და იდეას. იცით თუ არა მათი შენახვის პრაქტიკული მეთოდი? შეგროვების არსია საინტერესო ინფორმაციის შეგროვება, მოგვიანებით მათი დაჯგუფების და ანალიზის შედეგად სამომხმარებლო ტრენდების ამოსაცნობად. 


როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას:


1.როჰიტ ბჰარგავა გვირჩევს კომპიუტერში შევქმნათ საქაღალდე სადაც შევინახავთ ნაწყვეტებს სტატიებიდან, გადაცემებიდან, პოდკასტებს და ნებისმიერ არტეფაქტებს დაუხარისხებლად. ბჰარგავა ამ პროცესს იანვარში იწყებს და დეკემბერში ასრულებს. 

სად ვეძებოთ საინტერესო იდეები: პირადი საუბრები და დისკუსიები, ინტერესთა ჯგუფები სოციალურ მედიაში, TED Talk-ები, პოდკასტები, გასართობი ივენთები, წიგნები, მუზეუმები, ჟურნალ-გაზეთები, მოგზაურობა. 

  1. როდესაც ინფორმაციას დიდი ხნის მანძილზე აგროვებთ, მაგალითად, მთელი წელი, ძალიან ადვილია დაგავიწყდეთ თუ რატომ მიიპყრო თქვენი ყურადღება ამა თუ იმ იდეამ. ამიტომ, ბჰარგავა გვირჩევს მოკლე ანოტაცია გავაკეთოთ შენახულ მასალაზე. მაგ. რატომ დაგვაინტერესა ამა თუ იმ იდეამ. მოგვიანებით, ანალიზის ეტაპზე მარტივად აღვიდგენთ მის მნიშვნელობას. 

  2. შეგროვების ეტაპზე მნიშვნელოვანია რომ არ ჩავუღრმავდეთ შენახულ მასალას და მისი შეფასება კი არ გავაკეთოთ, არამედ უბრალოდ ავღნიშნოთ რა არის და რაზეა.


A picture containing text, cluttered, desk

Description automatically generated



მე-2 ეტაპი. დახარისხება


დახარისხება გულისხმობს იდეების დაჯგუფებას თემებად. იდეების დაჯგუფების შემდეგ ხდება მათი ანალიზი. დაჯგუფებისას შეეცადეთ შემდეგ კითხვებს უპასუხოთ:


  • რომელ სეგმენტს ან რა ტიპის ადამიანებს ეხება ეს ამბავი?

  • რა ადამიანური მოთხოვნა/მოთხოვნილება/საჭიროება უდევს საფუძვლად

  • რატომ არის ეს ამბავი საინტერესო?

  • რამდენად ახდენს ეს ფენომენი გავლენას სხვადასხვა ინდუსტრიაზე?

  • რატომ დამაინტერესა ამ ამბავმა?

მნიშვნელოვანია რომ არ შეცდეთ და ერთი ინდუსტრიის ამბები ერთად არ დააჯგუფოთ. შეეცადეთ ამბები დააჯგუფოთ საინტერესოობის და ადამიანური მოთხოვნების ჭრილში. ამ ეტაპზე არ არის საჭირო თქვენს დაჯგუფებულ ინფორმაციას დაარქვათ ეფექტური სახელი. შექმენით ლოგიკურად დაკავშირებული კლასტერები.

A picture containing text

Description automatically generated


როგორ დავახარისხოთ იდეები:


  1. ფოკუსირება მოახდინეთ ადამიანის საჭიროებებზე


ზოგჯერ იმაზე ფოკუსირება, თუ რა ადამიანური განცდები და ემოცია უდევს საფუძვლად ამა თუ იმ ამბავს, მიგახვედრებთ თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება - კუთვნილების შეგრძნება ერთ ერთი მთავარი განმპირობებელი მიზეზია ადამიანები ონლაინ ქცევის, მაგ. კომენტარების წერის, ინტერესთა ჯგუფებში გაერთიანების. მოკლედ, მთავარია, რომ იდეების მიღმა დაინახოთ არსებული ადამიანური საჭიროებები.


  1. შენიშნეთ ის რაც აშკარაა. პირველ რიგში შენიშნეთ ის კავშირები რაც აშკარაა, ხოლო მოგვიანებით იმუშავებთ  სხვებისთვის შეუმჩნეველი კავშირების დადგენაზე. მაგალითად ბევრგან შეგხვდათ სხვადასხვა ინფორმაცია ტარებადი ტექნოლოგიის (wearable technology) პროდუქტების შესახებ. 


  1. მიყევით თქვენს ინტუიციას. მას შემდეგ რაც გახდებით უფრო დაკვირვებული, ზოგჯერ დაგაინტერესებთ ან მნიშვნელოვნად მიიჩნევთ რაღაც ამბავს და მიზეზს მაშინვე ვერ მიხვდებით. მოგვიანებით შეძლებთ ეს ამბავი დაუკავშიროთ სხვებს და აქამდე უხილავი კავშირებიც აღმოაჩინო.



A picture containing text

Description automatically generated



მე-3 ეტაპი.ანალიზი


ანალიზისას ვპოულობთ საერთო თემას. იმას, რაც იდეებს აკავშირებს ერთიან კონცეფციაში.

თუ წინა ეტაპები სწორად გაიარეთ, ამ ეტაპზე ალბათ თქვენც ერთი პრობლემის წინაშე დადგებით. ძალიან ბევრი შესაძლებლობა. 


როჰიტ ბჰარგავა ამბობს რომ ამ ეტაპზე ხშირად  70-10 პოტენციური ტრენდის თემა იჩენს თავს. ეს ნიშნავს რომ მთავარი საქმე ჯერ კიდევ წინაა. როგორ უნდა მიხვდეთ თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება? ამ ეტაპზე თქვენი ამოცანაა პატარა კლასტერები უფრო დიდი და ზოგადი იდეების ქვეშ გააერთიანოთ. 


დაფიქრდით ამ კითხვებზე  როდესაც დიდ იდეებს ეძებთ


  • რამ დამაინტერესა ყველაზე მეტად ამ იდეებში?

  • რამე ხომ არ გამომრჩა?

  • ჩანს თუ არა მთავარი თემა?

  • როგორ შეიძლება იდეა რამდენიმე ინდუსტრიას შეეხოს?

  • არის თუ არა რამე კავშირი იდეებს შორის?


მაგალითად, როჰიტ ბჰარგავა იხსენებს 2014 წლის ტრენდ რეპორტისთვის იდეების ანალიზის ეპიზოდს, როდესაც მისი ყურადღება მიიპყრო საინტერესო ჯანდაცვის სტარტაპმა GoodRx, რომელიც მომხმარებელს წამლის შოვნაში ეხმარებოდა საუკეთესო ფასად. ეს საჭირო და მარტივი იდეა მიანიშნებდა ჯანდაცვაში პაციენტების მხარდაჭერის ტენდენციას. ამავე დროს, ისეთი შოპინგ მოლები როგორიცაა Macy სულ უფრო მეტ ინვესტიციას აკეთებდა მაღაზიაში გაუმჯობესებული შოპინგის აპლიკაციებში და დაიწყო ტანსაცმლის გაქირავების შეთავაზებაც, რაც ადამიანებისთვის დროისა და ფულის დაზოგვის შესაძლებლობა იყო. ერთი შეხედვით წამლების აპლიკაციას და მეისის ტანსსაცმლის გაქირავების სერვისს თითქოს არაფერი ჰქონდათ საერთო, თუმცა, ორივე აპლიკაციის მიზანი შეძენის გამოცდილების ოპტიმიზაცია იყო. ბჰარგავამ ეს ორი ამბავი ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა, რომელსაც მოგვიანებით უწოდა შოპტიმიზაცია. 

ბჰარგავა აღნიშნავს რომ როდესაც გაწაფული ხარ ჰეისტაკის მეთოდის წინა ეტაპებში, შემდგომი ეტაპი - ელეგანტური სახელის დარქმევა შესაძლოა  ამ ეტაპზეც მოხდეს, თუმცა დამწყებებისთვის მას ეს ეტაპი ცალკე აქვს გამოყოფილი. 


როგორ გავაანალიზოთ იდეები


გამოიყენეთ ერთ სიტყვიანი ასოციაციები. როდესაც დაჯგუფებულ იდეებს გადახედავთ, დაწერეთ რამდენიმე სიტყვით ასოციაციები. მაგალითად, ვიდრე ბჰარგავა  ტრენდს სახელად მომენტალურ მეწარმეობას (Instant Entrepreneurship) დაარქმევდა, მეწარმეობასთან დაკავშირებული იდეების ანალიზისას  მას თავში მოუვიდა სიტყვა სწრაფი.


გააერთიანეთ ინდუსტრიები. მიუხედავად იმისა, რომ ბჰარგავა არ გვირჩევს რომ ინდუსტრიების მიხედვით დავახარისხოთ ამბები, ზოგი ტრენდი მართლაც ერთ ინდუსტრიას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში ის ეძებს სხვა დაახლოებული იდეების კლასტერს, რომლის შერწყმითაც შესაძლებელია ერთი ინდუსტრიის ფარგლებიდან გასვლა. 


მიჰყევით ფულს ბიზნეს ტრენდების შემთხვევაში, ხშირად მთავარი დრაივერი აღმოჩნდება ხოლმე ის ვინც ამით ფული უნდა იშოვოს. შესაძლოა ამ პროცესში ისეთი კავშირები დაინახოთ, რაც აქამდე არ შეგიმჩნევიათ. 


მე-4 ეტაპი. სახელის დარქმევა


სახელის დარქმევა შემოქმედებითი პროცესია რომლის მიზანია სახელი ადვილად გასაგები და ბრენდივით დასამახსოვრებელი იყოს. 

ტრენდის სახელის დარქმევა ცოტათი ბავშვისთვის სახელის შერჩევას ჰგავს, როდესაც უხეირო სახელის დარქმევით ფრთხილობ შენი შვილი მთელი ცხოვრება თანატოლების დაცინვისთვის არ გაწირო.  ბჰარგავა სახელის ვარიანტებს ფერად წებოვან ქაღალდებზე წერს და შემდეგ მათ ერთმანეთს ადარებს. შემდეგ სახელების ტესტირებას აკეთებს მკითხველებთან და დამკვეთებთან. 


კითხვები რომლებიც სახელის დარქმევისას დაგეხმარებათ


  • არის თუ არა სახელი ფართოდ გავრცელებული და სრულიად ბანალური?

  • ადვილია თუ არა მისი წარმოთქმა საუბრისას?

  • საჭიროებს თუ არა დამატებით ახსნა-განმარტებებს?

  • იყენებთ თუ არა ორიგინალურ არა-ბანალურ სიტყვებს?

  • სძენს თუ არა თემას უჩვეულო პერსპექტივას?


ბჰარგავა იხსენებს როგორ დაარქვა 2016- 2018 წლის ტრენდს ვირტუალური ემპათია. იმ პერიოდში ვირტუალური რეალობა პოპულარული თემა იყო და VR ტექნოლოგიის გამოყენების მიზანი იყო ემპათიის გაღვივება იმ ადამიანების მიმართ ვისაც ეს ტექნოლოგია უნდა გამოეყენებინა. ასე შეაჯვარა ბჰარგავამ სიტყვები ვირტუალური და ემპათია. მაგალითად, ვირტუალური ემპათიის ტრენდის მაგალითია VR ვაქცინა, ბავშვების იმუნიზაციის პროცესის ნაკლებად სტრესული ვირტუალური გამოცდილება. 



A picture containing text, outdoor object

Description automatically generated


როგორ მოვიფიქროთ ორიგინალური სახელები:


  1. Mashup – ორი განსხვავებული იდეის, სიტყვის, სახელის შერწყმას გულისხმობს. მაგალითად Likeonomics რის likeability და Economics-ის ნაზავი, Shoptimization კი Shopping და optimization-ის ნაზავი. 

  2. გამოიყენეთ ალიტერაცია - ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. მაგალითად ალიტერაციაა Coca Cola, Crespe Creme

  3. გამოიყენეთ ტვისტის ტექნიკა. აიღეთ იდეა ან მარტივი ფრაზა და ოდნავ შეცვალეთ ის. მაგ. Small Data, Unperfection.


მე-5 ეტაპი. ვალიდაცია


იდეების ვალიდაცია და დამატებითი კვლევა საჭიროა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ რომ ჩვენ მიერ ამოცნობილი ტრენდი მართლაც ასახავს აწმყოს ტენდენციებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰეისტაკის მეთოდი გამოქვეყნებული ისტორიების ანალიზს ეყრდნობა, მაინც საჭიროა ფართო მასებთან მისი ვალიდაცია. კონფერენციები და ვორქშოფები ამის საუკეთესო საშუალებაა. საბოლოო ვალიდაციისთვის საჭიროა ტრენდის გაანალიზება იდეის, მისი გავლენის და აქსელერაციის პერსპექტივით.


  1. იდეა - დიდებული ტრენდის იდეა ლაკონურად და უნიკალურად აღწერს  ცვლილებას კულტურაში, ბიზნესსა და მომხმარებლის ქცევაში.

  2. გავლენა - შეინიშნება მაშინ, როცა ადამიანები იცვლიან ქცევას, კომპანიები ახდენენ ადაპტაციას ან ცვლიან რას ან როგორ სთავაზობენ მომხმარებელს.


  1. აქსელერაცია - რამდენად სწრაფად ახდენს ტრენდი გავლენას ბიზნესზე, მომხმარებელზე და  გაიზრდება თუ არა მომავალში ეს გავლენა. 


როგორ განვსაზღვროთ ტრენდის გავლენა


  • რამდენად გამორჩეული და უნიკალურია ტრენდის იდეა?

  • გამოაქვეყნა თუ არა ვინმემ ამ თემაზე კვლევა?

  • იქცევს თუ არა ტრენდი მედიის ყურადღებას და აშუქებს თუ არა მედია ტრენდის მაგალითებს?

  • შესამჩნევია თუ არა ტრენდის მაგალითები სხვადასხვა ინდუსტრიაში?

  • გაგრძელდება თუ არა ტრენდი მომავალში?



ბოლო ცვლილება: Wednesday, June 30 2021, 9:33 AM