ინსტრუქტორის გზამკვლევი

მომხმარებლის კვლევა

იმის გარკვევაში თუ რა სურს სინამდვილეში თქვენს მომხმარებელს, როგორ იქცევა თქვენი  მომხმარებელი, რა ზედაპირული თუ სიღრმისეული ფაქტორები განაპირობებს მის ქცევას და როგორ მოიქცევა ის მომავალში ძალიან მნიშვნელოვანია. 

ქუჩაში, ოფისში, სახლში, სავაჭრო ობიექტში, ყველგან, სადაც თქვენი მომხმარებელია, უნდა შეისწავლოთ არა მხოლოდ მისი ქცევა და დამოკიდებულებები, არამედ მის ფიქრები და სურვილები, სიღრმისეულად გამოიძიოთ მისი მოტივაციები და ბარიერები თქვენთვის საინტერესო პროდუქტების მოხმარების პროცესში.

ამ კვირაში ინსტრუქტორის მიზანია კლუბის წევრებს დაეხმაროს საკუთარი ბიზნეს იდეების მომხმარებლის კვლევაში.

ამ მიზნით ინსტრუქტორი აცნობს კლუბის წევრებს კვლევის ძირითად მეთოდებს და აძლევს პრაქტიკულ რჩევებს კვლევის მეთოდებზე.



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 2:37 PM