ინსტრუქტორის გზამკვლევი
რატომ ვაკვირდებით მომხმარებელს პროდუქტის ან სერვისის გამოყენების პროცესში და არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ ფოკუს ჯგუფებით და გამოკითხვებით? იმიტომ რომ, ხშირად, ადამიანები ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს, გეგმავენ კონკრეტულ ქცევას და შემდეგ თავის გეგმას გადაუხვევენ ხოლმე. ხშირად მომხმარებელს უჭირს ზუსტად განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება ან ეუხერხულება იყოს გულწრფელი, ამიტომაც ჭეშმარიტება სხვადასხვა კვლევის მეთოდების კომბინაციით უნდა ვეძებოთ.
იმისთვის რომ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, საჭიროა კარგად შევისწავლოთ მომხმარებლის გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი სურვილები, შიშები, იმედები და მოლოდინები.
ამ კვირაში ინსტრუქტორი კლუბის მონაწილეებს აცნობს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის (human-centered approach) კვლევის მეთოდებს რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეის:
მომხმარებლის ემპათიის რუქის შექმნა
მომხმარებლის გამოცდილების გზის კვლევა
პერსონას რუქის შექმნა