ინსტრუქტორის გზამკვლევი

ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები, Key Performance Indicators, ანუ KPI, წინასწარ განსაზღვრული მიზნის წარმატებით მიღწევის მაჩვენებელია და გამოიყენება როგორც მიზნების განსასაზღვრად, ასევე მიღწეული შედეგების შესაფასებლად. ზედა დონის ეფექტურობის მაჩვენებლები შესაძლოა ფოკუსირდნენ ბიზნესის ზოგად შედეგებზე, მაგ. კონკრეტული ფინანსური მაჩვენებელი - ბრუნვა 10 მილიონი და მოგების მარჟა 35%. თუმცა, როგორც წესი, ცაკლეულ დეპარტამენტს განსხვავებული, საკუთარი პროცესიდან გამომდინარე ეფექტურობის მაჩვენებლები აქვს შემუშავებული. მაგ. კონკრეტული მარკეტინგული კამპანიის ამონაგები.

ამ კვირაში ინსტრუქტორი კლუბის წევრებს აცნობს:

  • KPI-ს მნიშვნელობას და ფუნქციას ბიზნესისთვის

  • ანტრეპრენერებისთვის საყურადღებო ძირითად KPI-ს

რაში გვჭირდება KPI?


KPI გვეხმარება ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის დადგენაში. სტრაგეგიული მიზნების მიღწევის პროცესში საჭიროებისამებრ შეიძლება შეიცვალოს ორგანიზაციული სტრატეგია, კურსი ან რაც თავად  KPI-ს ცვლილებასაც განაპირობებს. ეს პირამიდა გვიჩვენებს თუ როგორ არის დაკავშირებული ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები, ანუ KPI ორგანიზაციის მიზნებთან და აქტივობებთან. 


 
  













KPI–ს ფორმულირებისას, თქვენ და თქვენმა გუნდმა უნდა გააცნობიეროთ რა არის თქვენი ორგანიზაციული მიზნები და ამ მიზნებიდან რა არის კრიტიკული ფაქტორი წარმატებისთვის. მაგალითად, თუკი თქვენი მსგავსი პროდუქტით ან სერვისით სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია, შესაძლოა თქვენი წარმატებისთვის კრიტიკული იყოს ჰედონიკურ ადაპტაციაზე მუშაობა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება. ან, შესაძლოა, პანდემიის გამო, თქვენი წარმატების კრიტიკული ფაქტორი  პროდუქტების და სერვისების დიგიტალიზაცია იყოს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციული მიზნები და 


ორგანიზაციული მიზნები

კრიტიკული წარმატების ფაქტორები

ბაზრის წილის ზრდა 25% მდე



მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციის დამკვიდრება


  • კონკურენტული უპირატესობის დადგენა და მიღწევაზე მუშაობა

  • ახალი მომხმარებლების შეძენა

თანამშრომლების ტრენინგი და განვითარება, მომხარებლის გამოცდილებების დიზაინი და მართვა

ახალი პროდუქტების შეთავაზება

ვეგანური და ვეგეტარიანული პროდუქტების გამოშვება

ხარისხიანი პროდუქტის იმიჯის დამკვიდრება

ISO სერტიფიკაცია


ვიდრე შეიმუშავებთ ამ მიზნების მიღწევის გზებს, ანუ კონკრეტულ აქტივობებს, უნდა განსაზღვროთ რა იქნება მიზნის შესრულების წარმატების ინდიკატორი. სწორედ ეს არის KPI. KPI-ს მაგალითებია:

ორგანიზაციული მიზნები

კრიტიკული წარმატების ფაქტორები

KPI

ბაზრის წილის ზრდა 25% მდე




ახალი მომხმარებლების შეძენა


2022 წელს ორი ახალი პროდუქტის გაშვება 


მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციის დამკვიდრება


თანამშრომლების ტრენინგი და განვითარება

თანამშრომლების 70% დატრენინგება მომხმარებლის გამოცდილების მართვაში

ახალი პროდუქტების შეთავაზება

ვეგანურ და ვეგეტარიანულ მომხმარებელზე გასვლა

პროდუქტების ვეგანური და ვეგეტარიანული ვარიანტები

ხარისხიანი პროდუქტის იმიჯის დამკვიდრება

ISO სერტიფიკაცია

ISO სერტიფიკაცია და საკომუნიკაციო კამპანია ცნობადობის ასამაღლებლად







KPI შეიძლება დავყოთ აღწერილობით და პროგნოზულ ეფექტურობის მაჩვენებლებად.აღწერილობითი KPI წარსული ურთიერთობის შედეგად მიღებულ ემოციებს და გრძნობებს ზომავს. მაგალითად ერთ ერთი ასეთი მაჩვენებელია Net Promoter Rate, იგივე Net Promoter Score, რომელზეც მოგვიანებით გვექნება საუბარი. პროგნოზული KPI განსაზღვრავს მომხმარებლის ღირებულებას კომპანიის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე, მაგალითად ასეთია Customer Lifetime Value (CLV), რომელსაც ასევე მოგვიანებით განვიხილავთ. თუმცა, საყურადღებოა რომ პროგნოზული KPI მომხმარებლის ემოციებსაც ზომავს და იმასაც თუ როგორ მუშაობს კომპანია. აღწერილობითი KPI კი შეიძლება ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესებას ეთმობოდეს და ზომავდეს როგორც მომხმარებლის ემოციებს, ასევე ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას. 

Text, letter, timeline

Description automatically generated


ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება უნდა მოხდეს ერთობლივად, ანალიტიკოსების, განყოფილების ხელმძღვანელების და მენეჯერების უკუკავშირის საფუძველზე. მნიშვნელოვანია რომ KPI თითოეული თანამშრომლის მიზნებშიც იყოს ასახული.

 KPI-ს დადგენისას გასათვალისწინებელია ბევრი სხვადასხვა მაჩვენებელი: ორგანიზაციის განვითარების ეტაპი, გეგმები და ა.შ. 

მაგალითად, ერთ ერთი ფართოდ გავრცელებული KPI, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები საკუთარ წარმატებას ზომავენ (ფინანსური შედეგების გარდა) არის NET PROMOTER RATE- იგივე NPR ან NPS (NET PROMOTER SCORE). 

NPS-ის არსი შემდეგში მდგომარეობს: დღევანდელ დინამიურ სამყაროში, სადაც ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ელვის სისწრაფით ვრცელდება და გარემო ყოველ წამს იცვლება, ბიზნესისთვის წარსული წარმატების საფუძველზე (მაგ. წლიური მოგება) მომავალი წარმატების პროგნოზირება რთულია. დღეს, როცა ინტერნეტი ასეთი დოზით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, ადამიანებს აღარ სჯერათ კომპანიების და უფრო ენდობიან იმ მომხმარებლების რეკომენდაციებს, რომლებსაც ამ ბრენდებთან გამოცდილება ჰქონიათ. ამიტომაც, ორგანიზაციებმა დიდი რესურსი მიმართეს იმისკენ რომ აქტიურ მხარდამჭერებად (რეკომენდატორებად) აქციონ თავიანთი მომხმარებლები. სწორედ ამას ზომავს NPS. რამდენი გულშემატკივარი და აქტიური მხარდამჭერი ჰყავს კომპანიას, რომელიც საკუთარი ინიციატივით, უფასოდ, მზად არის კომპანიის გამო რაღაც მოიმოქმედოს? არა მხოლოდ იყიდოს, არამედ გასაჭირის დროს გვერდში დაუდგეს, დემონსტრაციებზე იაროს, რეკომენდაცია გაუწიოს ნაცნობ-მეგობრებთან თუ უცნობებთან და ა.შ.  NPS -ზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, თუმცა ამ ეტაპზე იმის აღნიშვნა გვსურს ძალიან ხშირად, ორგანიზაციები ბრმად იღებენ ინდუსტრიის მიერ აღიარებულ KPI- ს და შემდეგ უკვირთ რატომ არ შეესაბამება ეს KPI მათ ბიზნესს. მაგალითად, ითვლება რომ საქართველოში წარმატებული ბანკების  NPS- ის მაჩვენებელი არის 70. ვიდრე ბრმად მიზნად დაისახავდეთ NPS 70-ს ღირს დაფიქრება ბევრ სხვადასხვა ცვლადზე, რაც შესაძლოა თქვენი ორგანიზაციისთვის მიზნების შემუშავებისას იყოს მნიშვნელოვანი. 

ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი KPI, რომელიც ანტრეპრენერმა  სტრატეგიული დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს.



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 3:31 PM