მეთოდოლოგიები

დღევანდელი ბიზნესი აღარ ჰგავს წინა საუკუნის თავის წინამორბედს, როდესაც დამფუძნებლებისთვის თუ მეწილეებისთვის მოგების მოტანა ბიზნესის მთავარ ღირებულებას წარმოადგენდა. დღესდღეობით მეწარმე/ანტრეპრენერი არის ადამიანი რომელიც მის გარემოში არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს ხედავს და  ღირებულებას ქმნის საზოგადოებისთვის. შეიძლება ანტრეპრენერის ეს მცდელობა იყოს მოგებაზე  ან სხვა სახის კაპიტალის სოციალური, კულტურული და ა.შ. შექმნაზე ორიენტირებული. მთავარია რომ მეწარმემ თავისი გადაწყვეტით გარკვეული პრობლემა გადაჭრას და ამ გადაწყვეტით საზოგადოების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. ამ კვირაში კლუბის მონაწილეებათან შეხვედრა ეთმობა იმ წამყვანი მეთოდოლოგიების გაცნობას, რომელიც ანტრეპრენერებს ეხმარება შექმნას საზოგადოებისთვის ღირებული იდეები და წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. 

ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობა 

ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობა ისეთი იდეების განვითარებას გვასწავლის, რომელიც საზოგადოებაში სოციალური, ეკონომიკური თუ ეთიკური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. 


Diagram

Description automatically generated

იმისთვის რომ შევქმნათ საზოგადოებისთვის ღირებულება პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ გარემოში პრობლემების იდენტიფიცირება. ამ მიზნით კლუბის ინსტრუქტორი მოსწავლეებთან ატარებს სამუშო შეხვედრას/ვორქშოფს სადაც:

  • აცნობს კლუბის წევრებს პრობლემების იდენტიფიცირების და დეფინიციის პრაქტიკულ მეთოდებს.

  • ფასილიტაციას უწევს  კლუბის წევრების მიერ პრობლემების იდენტიფიცირებისა და დეფინიციის პროცესს პრობლემის დეფინიციის ვორქშოფზე

კლუბის მონაწილეების პრობლემების იდენტიფიცირების და დეფინიციის პროცესში გასათვითცნობიერებლად ინსტრუქტორი იყენებს:

  • პრობლემის იდენტიფიცირების პროცესის ჩარჩოს

  • პრობლემის ხის ჩარჩოს

  • 5 რატომ-ის (5 Why-s)  ჩარჩოს

  • პრობლემის დეფინიციის ჩარჩოს

კლუბის წევრი სამუშაო შეხვედრაზე ახდენს მის გარემოში არსებულ პრობლემებზე რეფლექსიას და პრობლემის დეფინიციას. 

პრობლემის იდენტიფიცირების პროცესი

იმისთვის რომ შეიქმნას ღირებულება მომხმარებლისთვის, საჭიროა პრობლემის სწორი იდენტიფიცირება. პრობლემის იდენტიფიცირების პროცესი შედგება  სამი ეტაპისგან: ძირეული პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის გარშემო არსებული სთეიქჰოლდერების და მათი საჭიროებების განსაზღვრა რათა მოხდეს ერთიანი სურათის წარმოდგენა თუ რა აწუხებთ, რა სურთ, რისი ეშინიათ და რისი იმედი აქვთ სთეიქჰოლდერებს პრობლემასთან მიმართებაში. 

A picture containing text, businesscard, screenshot

Description automatically generated



5 რატომ მეთოდი.

პრობლემის განსაზღვისას მნიშვნელოვანია ბევრჯერ დაისვას კითხვა რატომ. მაგ. რატომ უჭირთ ვერ ახალ-აყვანილი თანამშრომლებს სამუშაოს შესრულება დისტანციური მუშაობის პირობებში? იმიტომ რომ უჭირთ დახმარების თხოვნა. რატომ უჭირთ დახმარების თხოვნა? იმიტომ რომ არ იციან ვინ ვინ არის. რატომ არ იციან ვინ ვინ არის? და ა.შ.


Diagram

Description automatically generated








პრობლემის ხე

პრობლემის ხე პრაქტიკული ჩარჩოა პრობლემის გამომწვევი მიზეზების და შედეგების დასანახად. ის საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ძირეული პრობლემა პოტენციური შედეგები ვიდრე შევაჩერებდეთ  არჩევანს იმ პრობლემაზე რომლის მოგვარებაზეც განვაგრძობთ მუშაობას. 

Diagram

Description automatically generated



Chart, funnel chart

Description automatically generated


პრობლემის განაცხადი

პრობლემის განაცხადი არის შეჯამება იმისა რაც უნდა შეცვალოს მეწარმემ. იდეების გენერირებისას პრობლემის განაცხადი ეხმარება ანტრეპრენერს შეარჩიოს სწორი სამიზნე აუდიტორია და მოიფიქროს სწორი გადაწყვეტა. 

იდეალური სიტუაცია: პირველი, რაც  პრობლემის განცხადის შექმნამდე უნდა აღიწეროს არის ის იდეალური სიტუაცია რომელიც იქნებოდა პრობლემა რომ არ არსებობდეს. ეს ნაწილი განსაზღვრავს პროექტის მიზნებს და ფარგლებს. ამ ნაწილში უნდა შეიქმნას მკაფიო წარმოდგენა, თუ რა იქნება იდეალური გარემო პრობლემის მოგვარების შემდეგ და რა შეიძლება გააკეთოს ბიზნესმა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

პრობლემის განაცხადის წერა დაიწყეთ პრობლემის მოკლე აღწერით და დაასრულეთ კითხვით: 

როგორ შეიძლება....

მაგ.კინოგაქირავების მომსახურების მისაღებად ადამიანებს ზოგჯერ საათობით უწევთ გზაში ყოფნა. როგორ შეიძლება ფილმის ყურების გამოცდილება შევუქმნათ ადამიანებს ისე რომ მათ არ მოუწიოთ გზაში დროის კარგვა? (ნეტფლიქსის პრობლემის განაცხადი)

მნიშვნელოვანია რომ პრობლემის განაცხადი მხოლოდ ერთ პრობლემაზე იყოს ფოკუსირებული, იყოს მოკლე და ჰყავდეს კონკრეტული ადრესატი, ვისთვისაც შეიქმნება ღირებულება. 


პრობლემის დეფინიციის ვორქშოფის მექანიკა

  • ვორქშოფის მიზანი: კლუბის მონაწილეების გარკვევა პრობლემის დეფინიციის მეთოდოლოგიაში

  • ვორქშოფის ხანგძლივობა - 1.5 საათი.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12

  • საჭირო მასალები: ამობეჭდილი პრობლემის იდენტიფიცირების პროცესის ჩარჩო, პრობლემის ხის ჩარჩო, 5 რატომ-ის (5 Why-s)  ჩარჩო, პრობლემის დეფინიციის ჩარჩო. ფლიპჩართი, მარკერები

კლუბის ინსტრუქტორი კლუბის მონაწილეებს ფასილიტაციას უწევს მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება და დეფინიცია. 

ნაბიჯი 1. 10 წთ. ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობის მიმოხილვა. 

ნაბიჯი 2. 10 წთ. პრობლემის ანალიზის ჩარჩოების წარდგენა.

ნაბიჯი 3. 1 სთ. პრობლემის ხის, 5 Why-s, დეფინიციის ჩარჩოებზე მუშაობა.

ნაბიჯი 4. 10 წთ. პრობლემის განაცხადების წარდგენა.

Last modified: Wednesday, 30 June 2021, 8:48 AM