დიზაინ აზროვნება და ინოვაციის პროცესი

დიზაინ აზროვნება პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის მეთოდოლოგიაა რომელიც მომხმარებლისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად ემპათიურ დაკვირვებას იყენებს. დიზაინ აზროვნების მეთოდოლოგიის გამოყენებით შეიქმნა უამრავი ინოვაციური პროდუქტი და მომსახურება, მათ შორის Apple-ის პირველი მაუსი, Airbnb, Uber, Google Glass და ა.შ. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ეს მეთოდოლოგია  სტენფორდის უნივერსიტეტში ძმებმა დევიდ და ტომ კელიმ განავითარეს და დღეს ის მთელს მსოფლიოში, დიდ თუ მცირე ორგანიზაციებში გვხვდება, მაგ. Amazon, Apple, Google, Microsoft, IBM,  General Electrics, Johnson & Johnson და სხვა, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორშიც. დიზაინ აზროვნების მეთოდოლოგია ნებისმიერი სამეწარმეო ლაბის განუყოფელი ნაწილია, რადგან ის ეთნოგრაფიული დაკვირვების, იდეების გენერირების, სწრაფი პროტოტიპირების და  ტესტირების საშუალებით, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაში გვეხმარება. ტექ-მეწარმეობის სილაბუსი დიზაინ აზროვნების ყველა ელემენტს მოიცავს. შესაბამისად თითოეულ ეტაპს: ემპათიის, პრობლემის დეფინიციის, იდეების გენერირების, პროტოტიპის შექმნისა თუ ტესტირების ცალკე შეხვედრები ეთმობა. ხოლო ამ შეხვედრაზე ინსტრუქტორის მიზანია კლუბის წევრები თავად მეთოდოლოგიის მნიშვნელობაში გაათვითცნობიეროს.


დიზაინ აზროვნების პროცესს იდეების განვითარების ან პრობლემის ინოვაციურად გადაჭრის პროცესსაც უწოდებენ. ის ხუთი ეტაპისგან შედგება 


ემპათიის ეტაპი


ამ ეტაპზე ხდება მომხმარებელზე ან პოტენციურ მომხმარებელზე დაკვირვება და რეალობის მათი თვალით დანახვა, რათა მოხდეს მათი პრობლემების, შიშების, კომპლექსების, იმედების, მოლოდინების და სიხარულის მიზეზების იდენტიფიცირება. 


მაგ. ამ ვიდეოში ნაამბობია VR ვაქცინის გამოცდილებაზე. ცნობილი ფაქტია რომ ბავშვებს ექიმთან ვიზიტი, განსაკუთრებით კი ნემსის გაკეთბა ძალიან ემოციურად გადააქვთ. ამის მიზეზი არა ტკივილი, არამედ ტკივილის მოლოდინია. ბავშვებზე ვაქცინაციის პროცესში დაკვირვების შემდეგ Ogilvy-მ ბრაზილიის უდიდესი ლაბორატორიებისა და ვაქცინაციის ცენტრისთვის VR ვაქცინის გამოცდილება შექმნა, რომელმაც ბავშვებისთვის ეს პროცესი ნაკლებად სტრესული გახადა. 


Virtual reality transforms the experience of child vaccine



ამ ვიდეოში დიზაინ აზროვნების ერთ ერთი შემქმნელი დევიდ კელი ყვება თუ როგორ შეიქმნა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ გამოსაყენებლად ყველაზე მოხერხებული კბილის ჯაგრისი ბავშვებისთვის დიზაინ აზროვნების მეთოდით. სტენფორდის ჯგუფმა მომხმარებელზე (ბავშვებზე) დაკვირვებისას, ჯაგრისის გამოყენების პროცესში, შეამჩნიეს რომ სტანდარტული ჯაგრისი უფროსებისთვის შექმნილი ჯაგრისის ასლი იყო, ოღონდ ზომაში შემცირებული. რადგან ბავშვებს მოტორიკა კარგად არ აქვთ განვითარებული, ხელში ჯაგრისი უხერხულად ეჭირათ და კბილებსაც ხარისხიანად ვერ იხეხავდნენ. ჯაგრისის ტარის მოცულობის გაზრდამ რადიკალურად შეცვალა კბილის გამოხეხვის გამოცდილება პატარებისთვის და Orab B-ს ეს პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი  კბილის ჯაგრისი გახადა მომდევნო 18 თვის განმავლობაში.


Tom Kelley: Field Observations with Fresh Eyes


მომხმარებლის თვალით რეალობის დანახვა გვეხმარება დავადგინოთ მომხმარებლის გააზრებული და გაუაზრებელი შიშები, იმედები, მოლოდინები და საჭიროებები და შევქმნათ ე.წ. ტკივილგამაყუჩებელი (painkiller) პროდუქტები. 


პრობლემის დეფინიცია


ხშირად, არასწორად ფორმულირებული პრობლემის გამო პროდუქტების და სერვისების განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება, რაც გვაძლევს არაეფექტურ შედეგს. ალბერტ აინშტაინმა თქვა, სამყაროს გადასარჩენად 1 საათი რომ მომცენ, 55 წუთს პრობლემის დეფინიციისთვის დამჭირდებოდა, 5 წუთი კი გადაწყვეტის მოსაძებნადო. ხშირად, გვინდა უცებ შევუდგეთ გადაწყვეტაზე მუშაობას, და ვთვლით რომ პრობლემა ჩვენთვის კარგად ნაცნობია, თუმცა, დიზაინ აზროვნების მეთოდოლოგია სხვადასხვა გზებით პრობლემაზე ჩაღრმავების შედეგად ახალი პერსპექტივის დანახვას გვპირდება. პრობლემის დეფინიცია მოთხოვნების და სპეციფიკაციების განსაზღვრაში გვეხმარება.  პრობლემის დეფინიცია ხდება ემპათიის ეტაპზე მიღებულ ინფორმაციის სათანადო გაანალიზებით და დასკვნების გაკეთებით. 


იდეების ფორმირება


ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ არ არის საკმარისად შემოქმედებითი და მისი იდეები არაორიგინალური და ბანალურია. ეს არ არის გასაკვირი, რადგან საუკუნეების მანძილზე ადამიანები ფიქრობდნენ რომ ორიგინალური იდეები განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებს ებადებოდათ. დიზაინ აზროვნება გვასწავლის როგორ მოვიკრიბოთ შემოქმედებითი თავდაჯერება, რადგან შემოქმედებითი პროცესი მართვადია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პრობლემის ინოვაციურად გადაჭრა. მაგალითად, ერთ ერთ ერთი კრეატიული ტექნიკა მეშ-აფი (Mash-up) ორი განსხვავებული მცნების/პროდუქტის/კონცეფციის შერწყმის შედეგად საინტერესო იდეების შექმნას გვასწავლის. 



ამ ვიდეოში ამ ტექნიკაზეა საუბარი.

IDEO U - Mash Up Ideation Method on Vimeo



IDEO U - Mash Up Ideation Method




პროტოტიპის შექმნის და ტესტირების ეტაპი

დიზაინ აზროვნების მეთოდი პროტოტიპირებას უყირებს როგორც აზროვნების მოდელს, რაც გულისხმობს იდეების და კონცეფციების მუდმივ ტესტირებას პოტენციურ მომხმარებელთან.  ეს საშუალებას გვაძლევს პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებს მოვარგოთ. ეს ვიდეო გვიჩვენებს სტენფორდის დიზაინ ლაბის სათამაშოების პროტოტიპირების პროცესს. მთავარი პროტოტიპის შექმნისას და ტესტირებისას არის არა ვალიდაცია, არამედ სწავლა და სრულყოფა. სათამაშოების ლაბის ხელმძღვანელი და დიზაინ ლაბის პარტნიორი ბრენდან დოილი გვიყვება თუ როგორ შეიქმნა პოპულარული სათამაშო თვითმფრინავი და როგორი იყო მისი პროტოტიპი. 


https://vimeo.com/414069815

Brendan Boyle, partner at IDEO and founder of the design firm's toy lab, demonstrates one of its inventions to show how observing user behavior is applied in product development. In conversation with Tina Seelig, professor of the practice in Stanford's Department of Management Science & Engineering, Boyle explains how rapid prototyping involves high-fidelity thinking and low-fidelity models, whether they're digital or physical.



Last modified: Wednesday, 30 June 2021, 8:51 AM