ინოვაციის 4 ლინზა

მეწარმის ამბიცია მოახდინოს გავლენა გარემოზე და შეცვალოს სამყარო ხშირად ინოვაციური იდეების წარმოშობის საფუძველია. ინოვაციას ხშირად  მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებს უწოდებენ, მაშინ როცა ინოვაციაა ყველაფერი რაც:


  • ცვლის მომხმარებლის ცხოვრების ხარისხს

  • აუმჯობესებს საზოგადოების კეთილდღეობას

  • ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტებს და სერვისებს

  • იწვევს ეკონომიკურ ზრდას

  • აუმჯობესებს ინდუსტრიას

  • ეხმარება ბიზნესს მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა


ლონდონში ნაციონალური გამოგონებების მუზეუმში, შესასვლელში პედესტალზეა შემოსმული Bic-ის კალამი. ერთი შეხედვით, ამ მარტივ კალამში რა უნდა იყოს უჩვეულო და ინოვაციური? თუმცა ყოველი დეტალი ისეა დამუშავებული, რომ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. მაგ.: 


  • ექვსკუთხა ფორმით პასტა ფანრის ფორმას იმეორებს და სამი თითით ჩაჭიდების საშუალებას იძლევა და ნაკლებად ღლის ხელს. 

  • მელანი კაპილარული მეთოდით ეწვეთება პასტის ბურთულას, რომელიც თავისუფლად მოძრაონს და თანაბრად ანაწილებს მელანს

  • პასტის გამჭვირვალე კორპისი და მელნის კონტეინერი გვიჩვენებს მელნის დონეს

  • საცობში პაწაწინა ნახვრეტი ჰაერის წნევას ათანაბრებს პასტის შიგნით და გარეთ. მას შემდეგ რაც პასტის საცობი გახვრიტეს. დახრჩობის რისკი მინიმუმამდე დავიდა

  • წნევა აწვება მელანს და ის თანაბრად ჩადის ქვემოთ


Text

Description automatically generated

თავის წინამორბედთან -ჩასაწობ მელნიან კალამთან შედარებით კი  მართლაც გიგანტური წინ გადადგმული ნაბიჯია. 


ამ შეხვედრის მიზანია კლუბის წევრებმა გაიაზრონ თუ რა არის ინოვაცია და რატომ არის ის ღირებული და რა გზებით არის შესაძლებელი ინოვაციურობის ამაღლება ან ინოვაციური პროდუქტების და სერვისების შექმნა. ამ მიზნით ინსტრუქტორი ატარებს სამუშაო შეხვედრას/ვორქშოფს, სადაც:


  • აცნობს კლუბის წევრებს ინოვაციის 4 ლინზის მეთოდოლოგიას

  • ფასილიტაციას ფასილიტაციას უწევს  კლუბის წევრებს პრაქტიკული სავარჯიშოებით მოახდინონ ნორმების რღვევა,  გამოიყენონ ტრენდები,  მოახდინონ საკუთარი უნარების განვითარება,  მომხმარებლის საჭიროებების გააზრება

ამ მიზნით ინსტრუქტორი იყენებს:

  • როან გიბსონის მეთოდოლოგიას - ინოვაციის 4 ლინზა

კლუბის წევრი სამუშაო შეხვედრაზე გაიაზრებს ინოვაციის 4 ლინზის მეთოდოლოგიას და და შესაძლებლობა ეძლევა მეთოდოლოგიის მიხედვით  საკუთრი იდეა დაამუშავოს. 


ინოვაციის 4 ლინზა

ინოვაციის 4 ლინზა როან გიბსონის ერთ ერთი მსოფლიო ბესტ-სელერია, რომელშიც გაანალიზებულია თუ როგორ იქმნებოდა ანტიკური ხანიდან მოყოლებული ინოვაციები. ასობით ინოვაციურ პროდუქტებზე და სერვისებზე დაკვირვებით, გიბსონმა დაასკვნა რომ ინოვატორებს სამყაროს 4 პერსპექტივით (ლინზით) აღქმა ეხმარება შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებს და აღგვაფრთოვანებს. ეს პერსპექტივა შემდეგ უნარებს უკავშირდება: 

  • ნორმების რღვევას

  • ტრენდების გამოყენებას

  • უნარების განვითარებას

  • საჭიროებების გააზრებას

ნორმების რღვევა

ხშირად გამოცდილება, გავრცელებული აზრი ან მიღებული შეხედულებები ხელს გვიშლის ვიპოვოთ პრობლემის გამოსავალი. სწორედ ამიტომ, გიბსონის აზრით, ერთ ერთი უმთავრესი მახასიათებელი, ადამიანების რომლებმაც შექმნეს ინოვაცია ნებისმიერ საუკუნეში იყო იმ დოგმების და შეხედულებების მსხვრევა ან გვერდის ავლა იყო, რაც საზოგადოებაში იყო დამკვიდრებული. 


„იქნებ დედამიწა სულაც არ არის სამყაროს ცენტრი“? - ფიქრობდა კოპერნიკი, „იქნებ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო მორალთან?“ - ფიქრობდა მაკიაველი, „იქნებ ყველაფერი რაც მედიცინაზე ვიცით სისულელეა და მინერალებით და ქიმიური ნივთიერებების სწორი დოზირებით უფრო უკეთ განვკურნავთ დაავადებებს - ფიქრობდა პარაკელსუსი. 


ტრენდების გამოყენება


გარემოზე დაკვირვება დიდი აღმოჩენების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ინოვატორს შეუმჩნეველი არ რჩება სოციალური ცვლილებების ადრეული ნიშნები, რამაც სამომავლოდ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს თამაშის წესები. მაგალთად, ფემინისტურმა მოძრაობამ განაპირობა ის რომ განვითარდა სახლის ტექნიკა, შეიცვალა ქალის მოდა, განვითარდა სკოლამდელი აღზრდის სერვისები და ა.შ. სტამბის განვითარებამ განაპირობა წიგნები ხელმისაწვდომი გახადა მასებისთვის, განვითარდა პრესა,  განვითარდა ქაღალდის გადამამუშავებელი ინდუსტრია, დაიწყო წიგნებით საერთაშორისო ვაჭრობა, გაიზარდა მოთხოვნა სათვალეებზე, შეიქმნა ბიბლიოთეკები, აღმოცენდა და განვითარდა ჰუმანიზმი, შემცირდა რელიგიური ორგანიზაციების პატივისცემა და გავლენა, ადამიანებმა დაიწყეს ხელოვნების, ლიტერატურის, მათემატიკის,  მუსიკის და სხვა მეცნიერებების მასობრივად შესწავლა.


უნარების განვითარება

ინოვატორები საკუთარ უნარებს მუდმივად ავითარებენ. ახალი უნარების შეძენასთნ ერთად მათთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. მაგალითად, ფილიპო ბრუნელესკი რენესანსის პერიოდის იტალიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. თავდაპირველად მან ოქრომჭედლობა შეისწავლა, თუმცა საბოლოო ჯამში მისი უნარების პორტფოლიოში იყო: არქიტექტურის, არქეოლოგიის, საინჟინრო საქმის, გემთმშენებლობის, მესაათეობის ცოდნა. თითოეულ სფეროში ბრუნელესკის მიღწევები ჰქონდა. მაგ მე-15 საუკუნეში საათის გასაგებად ქალაქის მოედანზე უნდა მოხვედრილიყავი. ბრუნელესკის ძალიან აწუხებდა ეს და  1410 წელს პირველი პორტატული საათი შექმნა. ბრუნელესკიმ რენესანსის მხატვრობაზეც მოახდინა გავლენა, შექმნა სატვირთო გემი უნიკალური ამწევი მოწყობილობით, რომლითაც მსოფლიოში პირველი პატენტი მოიპოვა.  თუმცა სამყაროს ყველაზე მეტად ბრუნელესკიმ თავი დაამახსოვრა ფლორენციაში გიგანტური სანტა მარია დელ ფიორეს, დუომოს, გუმბათის დაპროექტებით. დუომოს გუმბათი მსოფლიო მასშტაბით ანტიკური ხანიდან მოყოლებული ყველაზე დიდ არქიტექტურულ მიღწევად ითვლება. მე-15 საუკუნეში დუომო ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა და ასეთი გრანდიოზული გუმბათი ბრუნელესკიმდე არცერთ არქიტექტორს არ ჰქონდა ანაგები. 42 მეტრი დიამეტრის მქონე გუმბათის ასაგებად საჭირო 36 ტონა (4 მილიონი ცალი) აგური 90 მეტ სიმაღლესე არქიტექტორმა ტაძრის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ამწეებისა და ჯალამბარების უნიკალური სამშენებლო სისტემით აზიდა, ხოლო 2 ტონიანი მოოქროული ჯვრის აღმართვის ურთულეს საინჟინრო პრობლემის გადაწყვეტაში კი ფილიპოს თვით ლეონარდო დავინჩიმ გაუწია.  სანამ დუომოს შენებას შეუდგებოდა, ბრუნელესკიმ რამდენიმე წელი რომში არქიტექტურის შესწავლას დაუთმო. რომის ნანგრევებს და განსაკუთრებით კი პანთეონის შესწავლით იყო დაინტერესებული. ბრუნელესკის სურდა აეგო ისეთი ნაგებობა, რომელიც სიდიადით ანტიკური ხანის ნაგებობებს გაუწევდა კონკურენციას, თუმცა ამისთვის ტრადიციული მშენებლობის მეთოდები გამოუსადეგარი იყო და ამიტომ პროექტის თითოეულ ეტაპზე ბრუნელესკიმ საკუთარი მათემატიკური, სტრუქტურული და სამშენებლო გადაწყვეტები გამოიყენა და არქიტექტურის სრულიად ახალ წესებს დაუდო სათავე. სანტა მარია დელ ფიორეს საოცარი სიდიადის მქონე ტაძრის მშენებლობისთვის ბრუნელესკიმ დააპროექტა პირველი ამწე, რომელიც ნახევარ ტონიან მასალას 60 მეტრზე წევდა. ამწეს მექანიზმში გამოყენებული იყო მესაათეებისთვის ცნობილი მექანიზმი.  ბრუნელესკი არ უწოდებდა თავს ხუროთმოძღვარს, რადგან მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის, კოპერნიკის თუ სხვა ინოვატორების მსგავსად ბევრ სფეროში ერკვეოდა პროფესიონალურად: მხატვრობაში, ქანდაკებაში, მუსიკაში, ამთემატიკაში, ასტრონომიაში, ანატომიაში, ინჟინერიაში, კარტოგრაფიაში, გეოლოგიაში, მედიცინაში, პოეზიაში, ფილოსოფიაში და სხვა.  

საჭიროებების გააზრება

ინოვატორს ჩვეულებრივი ადამიანისგან ყველაზე მეტად დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა განასხვავებს. პროგრესის სურვილს და მეწარმის ამბიციაც რომ  დატოვოს კვალი, ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს. ინტენსიური დაკვირების, გამოკვლევის და შესწავლის შედეგად ხდება საჭიროების დადგენა და ახალი ცოდნის აღმოჩენა. ლეონარდო და ვინჩი თავისი ექსცენტრული ექსპერიმენტებით არის ცნობილი. ერთ ერთ ჩანაწერში მას აღწერილი აქვს თუ როგორ წაუსვა ბუზს ფრთებზე თაფლი, რათა დაედგინა ხომ არ შეცვლიდა ფრთების სიმძიმე ბზუილის ხმას. და ვინჩის აღმოჩენები დიდწილად იმანაც განაპირობა რომ ის უჩვეულოდ დაკვირვებული და ცნობისმოყვარე იყო. წორედ ცნობისმოყვარეობის გამო, ლეონარდოს შეუმჩნეველი არ დარჩენია საჭიროებები, რომელზე ფიქრითაც მან შექმნა პირველი პარაშუტი, მანქანა, წყალქვეშა ნავი, მყვინთავის კოსტუმი, ვერტმფრენი, კალკულატორის, ტივტივა ფეხსაცმელი და მრავალი სხვა.

ქეისი: როგორ შეიქმნა სმარტფონი

როცა სტივ ჯობსი Iphone-ს ქმნიდა, მისი მიზანი არ იყო შეექმნა უკეთესი ტელეფონი. მას სურდა შეექმნა სრულიად ახალი გამოცდილება. ამიტომ, იდეაზე მუშაობისას ჯობსის გუნდმა დასვა შემდეგი კითხვები: რა ნორმები და სტანდარტები არსებობს მობილურ ტელეფონებში, რატომ? როგორ შეიძლება ის რადიკალურად შეიცვალოს? რამ შეიძლება ჩანაცვლოს არსებული ფუნქციები? რა ახალი ფუნქცია შეიძლება დაემატოს ტელეფონს? 

Graphical user interface, application

Description automatically generated



ბოლო ცვლილება: Wednesday, June 30 2021, 9:23 AM