სამი ჰორიზონტის მეთოდი

სამი ჰორიზონტის მეთოდი სტარტაპებს ეხმარება სტრატეგიული დაგეგმვისას ეფექტურად განსაზღვრონ სამომავლო კურსი. სამი ჰორიზონტის მეთოდი იყენებს მარტივ ჩარჩოს, რომელიც აწმყოს, უახლოეს და შორეულ მომავალს აკავშირებს. პირველი ჰორიზონტი ეხება აწმყოს და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ, კულტურულ თუ ორგანიზაციულ პატერნებს. ვსაზღვრავთ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ქცევას და პოზიციას. პირველი ჰორიზონტის შემდეგ შორეულ მომავალზე ვიწყებთ ფიქრს. ჩვენზეა დამოკიდებული რა დროით განვსაზღვრავთ შორეულ მომავალს, 20 თუ 30 წლით.  მთავარია მესამე ჰორიზონტი არაფრით ჰგავდეს აწმყოს. წარმოვიდგინოთ ტოტალურად განსხვავებული მდგომარეობა. ხოლო ამის შემდეგ ვეძებთ აწმყოში ვეძებთ მომავლის ნიშნებს და უახლოეს მომავალში რა შეიძლება შეიცვალოს. 


Diagram

Description automatically generated

ამის შემდეგ მეორე და მესამე ჰორიზონტის ტრენდები შეგვიძლია სხვადასხვა სთეიქჰოლდერის პერსპექტივით დავახარისხოთ ნაკლებად სავარაუდო, შესაძლო, სარწმუნო, სავარაუდო და სასურველ მომავლებად. 

Table

Description automatically generated

ამ ანალიზის შემდეგ ვიწყებთ მომავლის შესაძლებლობებზე ფიქრს საკუთარი იდეის ხორცშესხმას, პროდუქტის, სერვისის, კონცეფციის განვითარებას. ვმსჯელობთ თუ როგორ შეიძლება აისახოს მომავლის შესაძლებლობები ჩვენს ახლანდელ იდეაში ისე, რომ ამავე დროს ის აწმყოს აქტუალურ ტენდენციებსაც ეხმიანებოდეს.  როცა შორეული მომავლის პერსპექტივით ვქმნით რამეს, უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენი აუდიტორია და ის ხალხი ვინც ჩვენს ჩანაფიქრს გაიგებს და დააფასებს ინოვატორები და ადრეული ადეპტები არიან, რომელთა რიცხვი, როგორც იცით, მთლიანობაში 16% არ აღემატება. სწორედ ამიტომ, არტისტებისთვის და ბრენდებისთვის სამიზნე აუდიტორია შესაძლოა სულაც არ იყოს ეს სეგმენტი, არამედ ადრეული უმრავლესობა (early majority) რომელიც საზოგადოების 34% შეადგენს. წარმოიდგინეთ, რა აბსურდად ეჩვენებოდათ ეს იდეები ყველას, გარდა ინოვატორებისა და ადრეული ადეპტებისა, როცა ტრენდი გაზიარებული ეკონომიკა (sharing economy) ისახებოდა და იქმნებოდა Airbnb, Uber, Amazon ან Tinder, რომელმაც მოგვიანებით რადიკალურად შეცვალეს ჩვენი მოგზაურობა, შოპინგი თუ პაემნები. სხვათაშორის ადრეულ ადეპტებს როგორც წესი საკმაოდ ჰეტეროგენული და ფართო სანაცნობო წრე ყჰავთ და ბრენდები მათ წარმატებით იყენებენ ელჩების და ინფლუენსერების სახით. ადრეული ადეპტები თავად ქმნიან კონტენტს, ხოლო ადრეული უმრავლესობა მათი აქტიური შემფასებელია სოციალურ სივრცეში. სწორედ ამიტომ, ბევრი ბრენდის სამიზნე სწორედ ადრეული უმრავლესობაა. როცა რაღაცას ვქმნით აწმყოს ტენდენციების გათვალისწინებით, ვქმნით ადრეული უმრავლესობისთვის.  



Last modified: Wednesday, 30 June 2021, 9:42 AM