რა არის გამოცდილება?

მე-9 კვირიდან ალბათ გახსოვთ, რომ გამოცდილება გვიტოვებს შთაბეჭდილებებს, ხოლო შთაბეჭდილებები განაპირობებს ჩვენს ქცევას და ერთგულებას. არსებობს რამდენიმე ტიპის გამოცდილება პროზაული, გაცნობიერებული, შთამბეჭდავი, მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული. 

გამოცდილების კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორები. თუმცა ვიდრე ჩავუღმავდებით გამოცდილებებს, საჭიროა ჩამოვყალიბდეთ რა გამოცდილებას ვიკვლევთ: სრულს თუ ტრანზაქციულს?


სრული გამოცდილება არის მომხმარებლის გამოცდილება ბრენდთან ან კომპანიასთან, რომელიც მთელი ურთიერთობის მანძილზე დაგროვილი შთაბეჭდილებებისგან შედგება და რომელიც არა მხოლოდ ძირითად შეხების წერტილებს გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღება, პირველი კონტაქტი, ტრანზაქცია და შეძენისა და გამოყენების შედეგად მიცემული უკუკავშირი, არამედ იმასაც, თუ რამდენად პერსონალური და დასამახსოვრებელი იყო ამ ქმედებათა შედეგად მიღებული გამოცდილება. მაგალითად თუკი ონლაინ მაღაზია soplidan.ge გადაწყვეტს მომხმარებლების სრული გამოცდილება შეისწავლოს, უნდა შეარჩიოს მომხმარებლები რომლებიც დიდი ხნის მანძილზე იყვნენ soplidan.ge-ს მომხმარებლები, ხოლო შემდეგ შეწყვიტეს და ასევე მომხმარებლები, რომლებიც ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში აგრძელებენ კომპანიის სერვისებით სარგებლობას. 

ტრანზაქციის გამოცდილება არის ერთი ტრანზაქციის განმავლობაში მიღებული  გამოცდილება ყველა შეხების წერტილით. მაგალითად ეს შეიძლება იყოს აეროპორტში ონლაინ check-in-ის გამოცდილება, ან ფიზიკურ სივრცეში მაღაზიის გამოცდილება. 



Last modified: Wednesday, 7 July 2021, 3:02 PM