პერსონას რუქა

მომხმარებლის პერსონა არის ფსიქოგრაფიული პორტრეტი რომელიც ასახავს სეგმენტის სურვილებს და მოლოდინებს, ტკივილებს და სიხარულებს. ტრადიციულ სეგმენტაციაში სხვადასხვა მოთხოვნების და მოთხოვნილებების ადამიანები შეცდომით ერთ სეგმენტში მოექცევიან ხოლმე, მაგალითად ერთი ასაკის, ერთი სოციალური წრის და ერთი პროფესიის ადამიანები შეიძლება სრულიად განსხვავდებოდნენ თავიანთი ქცევით, ღირებულებებით და სტილით. ამიტომ ასეთი შეთავაზება არ გამოდის ღირებული და კომპანიის/ბრენდის აქტივობები არაეფექტურია. პერსონას კვლევა არა მხოლოდ უშუალოდ პროდუქტთან ან სერვისთან არსებულ მოთხოვნებს და პრეფერენციებს იკვლევს, არამედ ზოგად ცხოვრების სტილს, ინტრესებს, კომპლექსებს და შიშებს. 


Diagram

Description automatically generated

როგორც წესი, კომპანიას ჰყავს იდენტიფიცირებული სამი ან ოთხი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული გარე (მომხმარებელი) და შიდა (თანამშრომელი) პერსონა. თითოეული კამპანიის, პროდუქტის, სერვისის გამოცდილება იქმნება კონკრეტული პერსონისთვის ან პერსონებისთვის მათი ფსიქოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით. იმისთვის რომ გამოვავლინოთ პერსონა, საკმარისია კვლევა ჩავატაროთ 30-50 ადამიანზე. 



Last modified: Wednesday, 7 July 2021, 3:04 PM