ფინანსური მდგრადობა
ფინანსური მდგრადობა (პროდუქტებით)
ორგანიზაციული წარმატების ერთ ერთი ინდიკატორია ფინანსური მდგრადობა. ქვემოთ მოცემული ფორმულა გვეხმარება განვსაზღვროთ თუ რამდენად მდგრადია ფინანსური მდგომარეობა და რა შეიძლება ავიღოთ მიზნად.
Q- გაყიდული პროდუქტის რაოდენობა დროის მონაკვეთში
P – პროდუქტის ფასი
C – თვითღირებულება
F- ბიზნესის ფიქსირებული ხარჯები დროის ერთეულში (იჯარა, კომუნალურები, მარკეტინგი, თანამშრომლები და ა.შ.)
ფინანსური მდგრადობა (სერვისებით)
LTV - Average Customer Lifetime Value, იგივე CLV მომხმარებლის დანახარჯი კომპანიასთან ურთიერთობის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე - მაგ. $5000/მომხმარებელი
Customer Acquisition Cost მარკეტინგის და გაყიდვების ხარჯები
(მაგ. $3000/მომხმარებელი)
Conversion Rate - გადმორთვის მაჩვენებელი
გვიჩვენებს თუ რამდენი ადამიანი გადადის კომპანიასთან ურთიერთობის ეტაპზე და ცნობადობის თუ განხილვის ეტაპის შემდეგ, რამდენი შეიძენს პროდუქტებს ან სერვისებს.
მაგალითად, ამ შემთხვევაში დაანგარიშებულია თუ ვებგვერდზე ვიზიტორებიდან რამდენმა პროცენტმა შეიძინა პროდუქტი.
დაკარგული მომხმარებლების მაჩვენებელი (Churn Rate)
Churn rate ითვლის თუ რამდენ % მომხმარებელს კარგავ თვეში/წელიწადში
მაგალითად, სტარტაპის გაშვებიდან, 1 წლის განმავლობაში 17000 მომხმარებელი შეიძინეთ, თუმცა წლის ბოლოს მხოლოდ 14000 შეინარჩუნეთ. ესეიგი თქვენი დაკარგული მომხმარებლების მაჩვენებელია 3000/17000X100% = 18%
სხვა მაგალითები ეფექტურობის მაჩვენებლებისა შეიძლება ზომავდეს და მიზნად ისახავდეს შემოსავლების ზრდის პროცენტულობას, კომპანიის მომგებიანობას, კლიენტების ზოგად კმაყოფილებას, თანამშრომლების კმაყოფილებას, ყოველთვიურ ზრდას და ა.შ.
მნიშვნელოვანია რომ ეს მაჩვენებლები კარგად იყოს გააზრებული და რეალისტურად დასახული.