ინსტრუქტორის გზამკვლევი: ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები

ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებში და საგადასახადო ვალდებულებებში გარკვევა წარმატებული საქმიანობისთვის ნებისმიერ მეწარმეს სჭირდება.

 ამ კვირაში, ინსტრუქტორი კლუბის წევრებს უხსნის თუ რა სახის ფინანსური ანგარიშები უნდა წარადგინონ მეწარმეებმა სახელმწიფოს წინაშე და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა მეშვეობითაც იზომება კომპანიის ფინანსური წარმატება. 

საქართველოში საწარმოები ვალდებულნი არიან, წარადგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგებები. ფინანსური ანგარიშგება უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის 1 ოქტომბრამდე. წლიური ფინანსური ანგარიშგება მოიცავს:

  • საბალანსო უწყისს;

  • მოგება-ზარალის უწყისს;

  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს;

  • კომპანიის საქმიანობის წლიური შედეგების ანგარიშგებას;

  • ფირმის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას;

  • შენიშვნებს.

საწარმოები საქართველოში იყოფა 4 კატეგორიად პირველი კატეგორიის საწარმო

  • სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

  • ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;

  • ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;

  • გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

  • მეორე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

  • მესამე კატეგორიის საწარმო სუბიექტი*, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

  • მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების წარდგენა ხდება გამარტივებული სქემით. საწარმოს ზომიდან გამომდინარე, ანგარიშგების მოცულობა შეიძლება იყოს 2-დან რამდენიმე ასეულ გვერდამდე.
მოსახერხებელია ის , რომ ანგარიშგების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. ამასთანავე, მთელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და არის აბსოლუტურად გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეთათვის. იმისათვის, რომ საბუთი მიიღონ განსახილველად, აუცილებელია, კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები მიუთითოთ:

  • საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

  • იურიდიული და ფიზიკური მისამართი;

  • ორგანიზაციის დასახელება;

  • მარეგისტრირებელი ორგანო;

  • სარეგისტრაციო ნომერი.

საგადასახადო ანგარიშგების ჩაბარება ხდება შემდეგი სახით:

  • ანგარიშგებაში ყველა თანხის მითითება ხდება ლარში;

  • საანგარიშო თვის დეკლარაციები გადაიცემა ყოველთვიურად, შემდეგი თვის 15 რიცხვამდე; დეკლარაციები ივსება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ელექტრონული სახით შემოსავლების სამსახურის პორტალზე.

საქართველოში გადასახადების აკრეფა ხდება ადგილობრივ და სახელმწიფო (ეროვნულ) დონეზე. სულ არის 6 სახის ძირითადი გადასახადი:

  • მოგების გადასახადი (დივიდენდზე (5%)) – 15%;

  • ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი (დივიდენდზე 5%) – 20%;

  • დამატებითი ღირებულების გადასახადი ( გარდა სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ექსპორტის) – 18%;

  • იმპორტის გადასახადი – 0%, 5% ან 12%;

  • აქციზის გადასახადი;

  • ქონების გადასახადი – 1%-მდე.

საწყისი კაპიტალი

მეწარმეები თითქმის ყოველთვის ესაჭიროებათ საწყისი კაპიტალი თავიანთი იდეების განასახორციელებლად.  ამისთვის საჭირო ფულის ოდენობის დადგენა,  რთულია, რადგან განხორციელების პროცესში, საჭირო საწყისი კაპიტალის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. ასევე არანაკლებ სირთულეს წარმოადგენს სასურველი თანხის უზრუნველყოფა. 

მას შემდეგ, რაც საწარმო დაიწყებს გაყიდვების შედეგად ფულის მიღებას, მას შეუძლია გამოიყენოს ეს რესურსები თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად. მანამდე კი მან სხვა წყაროების საშუალებით უნდა მიიღოს საჭირო ფული.

პირადი ფული

მეწარმეს ხშირად საკუთარი პირადი ფულის ჩადებაც უწევთ დამწყებ კომპანიაში, სანამ სხვები მას რაიმე ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. ზოგჯერ მეწარმეები ქმნიან ბიზნესს, როგორც პარტნიორობას ან კორპორაციებს სხვა ინდივიდუალურ მეწარმეებთან ერთად და ამ შემთხვევაში ასევე თავიანთ პირად სახსრებს დებენ საწარმოში.

სიყვარულის ფული (Love Money)

სიყვარულის ფულს ეძახიან გულისხმობს მეგობრებისა და ოჯახის მიერ მოწოდებულ ფულს, რომელთაც სურთ მეწარმე მხარი დაუჭირონ სტარტაპს, როდესაც მათ არ აქვთ დაფინანსების სხვა მზა წყარო საკუთარი წამოწყებისთვის.

გრანტები და საწყისი ფული

ზოგჯერ  მთავრობა ან სხვა უწყებები ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფენ გრანტებს, რომელთა დაფარვაც არ არის საჭირო. ასევე,  მეწარმეებს შეუძლიათ ჩაერთონ კონკურსებში, სადაც მათ შეუძლიათ მოიგონ ფული და სხვა შეღავათები, როგორიცაა უფასო საოფისე ან სავაჭრო ფართი, ან უფასო იურიდიული ან ბუღალტრული მომსახურება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

სესხით დაფინანსება

სესხი დაფინანსების ფართოდ გავრცელებული ფორმაა ახალი ბიზნესისთვის. სესხი  უნდა დაიფაროს დათქმულ ვადებში და გამსესხებლებს სურს რომ გადაუხადონ  პროცენტი მათი ფულის გამოყენების სანაცვლოდ.

ზოგი კრედიტორი  უზრუნველყოფას მოითხოვს. მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ სასურსათო მაღაზიის მეპატრონე გადაწყვეტს, რომ მას ახალი სატვირთო მანქანა სჭირდება და უნდა აიღონ 40,000 აშშ დოლარის სესხი. სატვირთო ავტომობილს შეუძლია სესხის უზრუნველყოფა გახდეს და სასურსათო მაღაზიის მფლობელს,  სანამ სესხი არ დაიფარება, ხუთი წლის განმავლობაში ძირითად თანხასთან ერთად, დამატებით 8% პროცენტის გადახდა მოუწევს. 

მიუხედავად იმისა, რომ სესხის დაფარვა კომპანიისთვის რთულ პერიოდებშიც კი უნდა მოხდეს, სესხი კომფორტულია ბევრისთვის, რადგან სესხის დროს კომპანია ინარჩუნებს საკუთრების უფლებებს და აკონტროლებს ბიზნეს ოპერაციებს. გრანტების ან სიყვარულის ფულის შემთხვევაში, ხშირად ბიზნესს ბევრი მაკონტროლებელი ჰყავს.

ფინანსური აქტივები და ვალდებულებები

პირველადი ფინანსური ინსტრუმენტებია: ფინანსური აქტივები, ფინანსური ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი. ფინანსურ აქტივებს მიეკუთვნება ფინანსური რესურსები, როგორიცაა: ფულადი სახსრები, ფულადი თანხების ეკვივალენტები, გაცემული სესხები, ნაყიდი ფასიანი ქაღალდები, მიღებული თამასუქები, მისაღები პროცენტები, მისაღები დაზღვევა და სხვა მოთხოვნები. ფინანსურ ვალდებულებებს მიეკუთვნება აღებული სესხები, გამოშვებული ობლიგაციები, გაცემული თამასუქები, გადასახდელი პროცენტები

 

ფულადი სახსრები (საშუალებები) არის ნაღდი ფული, დივიდენტები მოთხოვნამდე და მოკლევადიანი და მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რომელიც ადვილად გაიყიდება და მისი ფასი უმნიშვნელოდ შეიძლება შეიცვალოს. 

შემოსავალი: კომპანიის პროდუქტების ან სერვისების რეალიზაციით მიღებული თანხები. შემოსავლები კომპანიაში შეიძლება გაიზარდოს ვალდებულებების შემცირებით და აქტივების ზრდით, ასევე დივიდენტების მიღების სახით და აქციების გაყიდვით.

ფულადი ნაკადები არის  ფულადი ნაკადები არის ნებისმიერი შემოსული და გასული ფული. ფული ორგანიზაციაში შეიძლება შემოვიდეს პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვიდან, ხოლო გადინება შეიძლება მოხდეს გადასახადების, შრომის ანაზღაურების და ა.შ. დაფარვის გამო.

დივიდენდები არის სარგებელი, რასაც კომპანია გასცემს ინვესტორებზე. ეს თანხები ძირითადად გაიცემა ფირმის მოგებიდან. რამდენი უნდა იყოს დივიდენდი და როდის უნდა გაიცეს ის, ეს სრულიად დამოკიდებულია კომპანიაზე. 

ხარჯები არის კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯი, ამგალითად პროდუქტის ან მომსახურების თვითღირებულება, გადახდილი დივიდენდები, გაცემული ხელფასები, სხვა კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება, სხვადასხვა ინვესტიციები. ხარჯები შეიძლება იყოს ცვლადი და ფიქსირებული. 

ცვლადია ხარჯები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პირდაპირპროპორციულად იცვლება. მაგალითად ნედლეულის ღირებულება, პროდუქციის დამზადებისას კომუნალურების ღირებულება.

ფიქსირებული ხარჯები არ იცვლება პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ცვლასთან ერთად. ფიქსირებული ხარჯების მაგალითებია: ოფისის ქირა, ოფისის გათბობის და გაგრილების ხარჯები, ადმინისტრაციის ხელფასები, კრედიტის დაფარვები, ქონების გადასახადი. 

ნულოვანი მოგების ზღვარი არის ის შემოსავალი, რომელიც კომპანიამ უნდა მიიღოს იმისთვის რომ დაფაროს წარმოების (ცვლადი) ხარჯები და ფიქსირებული ხარჯები.

თვითღირებულება არის პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას გაწეული ხარჯი. მაგალითად, 1 ქილა ჭკვიანი თხილის დაასამზარებლად გამოიყენება 220 გრ. მოხალული თხილი, 10 გრამი თაფლი და 0.01 მგ. ნატურალური მადაგასკარის ვანილი

 

ცვლადი ხარჯები

ინგრედიენტი

წონა

ფასი

თხილი

220 გრ

5.5 ₾

თაფლი

10 გრ

0,22 ₾

ნატურალური ვანილი

0,1გრ

0,9 ₾

ქილა

-

0,7 ₾

თავსახური

-

0,3 ₾

ეტიკეტი

-

0,9 ₾

ელექტრო ენერგია და წყალი

-

1,2 ₾

თვითღირებულება


9,94

სარეალიზაციო ფასი


15.00

ერთობლივი მოგება


5,06

 

ამ მაგალითზე, ერთი ქილა ჭკვიანი თხილის რეალიზაციით კომპანია 5,78 ₾ მოგებას იღებს. ნულოვანი მოგების გასათვლელად უნდა ვიანგარიშოთ რამდენი ქილა ჭკვიანი თხილი უნდა გაყიდოს კომპანიამ, რათა დაფაროს მისი წარმოების ცვლადი და ფიქსირებული ხარჯები.

 

ფიქსირებული ხარჯები

ლარი/წელი

ხელფასები

55000

პროდუქციის დისტრიბუცია

14400

სარეკლამო მასალები

15000

დასუფთავება

1200

სულ

85,600

 

პროდუქციის ერთეულებში ნულოვანი მოგების წერტილის გასათვლელად ფიქსირებული ხარჯები უნდა გავყოთ ერთეულ პროდუქტზე ერთობლივი მოგების სიდიდეზე.

ზემოთ მოტანილ მაგალითზე ნულოვანი მოგების წერტილი = 85,600 / 5,06 = 16917. მინიმუმ ამდენი ქილა ჭკვიანი თხილი უნდა გაიყიდოს, იმისთვის, რომ მისმა შემოსავლებმა გაქვითოს ხარჯები. ამ წერტილის მიღწევისას საწარმო ზარალზე არ გავა, თუმცა არც მოგება ექნება მიღებული. 

ნულოვანი მოგების წერტილის თანხაში დასანახავად ამ წერტილის შესაბამისი პროდუქციის რაოდენობა უნდა გავამრავლოთ მის სარეალიზაციო ფასზე. მოტანილ მაგალითში ჭკვიანი თხილის ნულოვანი წერტილი თანხაში იქნება 16917 * 15.00 = 253755 ლარი.

ამორტიზაცია/ცვეთა

ამორტიზაცია, ანუ ცვეთა არის მატერიალური გრძელვადიანი ძირითადი საშუალების ცვეთა,რომელიც ამცირებს ძირითადი საშუალების თვითღირებულებას. მაგალითად შეიძლება კომპანიამ გამოიყენოს ამორტიზაციის წრფივი მეთოდი და ერთი და იმავე თანხა დაარიცხოს აქტივს მთელი მომსახურების ვადის მანძილზე. მაგალითად თუ დანადგარის ღირებულება იყო 40 000 და ის 5 წელი გამოიყენება, ყოველ წლიური ცვეთის თანხა იქნება 7000 ლარი. მეხუთე წელს დაგროვილი ცვეთა იქნება 35000 ლარი, ხოლო დანადგარის ღირებულება განისაზღვრება (მორჩენილი ) 5000 ლარით.

ქონებრივი მდგომარეობა

ინვესტორები როგორც წესი ინტერესდებიან კომპანიების ქონებრივი მდგომარეობის შეფასების მაჩვენებლებით. მაგალითად, როგორია საწარმოს ქონების სტრუქტურა: წილები, აქტივები და საკუთარი საბრუნავი სახსრები, ძირითადი საშუალებების ასაკობრივი მდგომარეობა და როგორ არის ისინი დაფინანსებული.

გრძელვადიანი აქტივები არის ინვესტიცია კომპანიაში, რომელსაც სარგებელი მოაქვს მრავალი წლის განმავლობაში. გრძელვადიანი აქტივები შეიძლება შეიცავდეს ძირითად აქტივებს, როგორიცაა კომპანიის ქონება, ქარხანა და აღჭურვილობა, მაგრამ ასევე შეიძლება შეიცავდეს სხვა აქტივებს, როგორიცაა გრძელვადიანი ინვესტიციები ან პატენტები.

მიმდინარე აქტივი არის რესურსი, რომელიც აუცილებელია საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის, თუმცა ის ერთი წლის განმავლობაში გაიყიდება და შემოსავალი ფულადი რესურსის სახით კომპანიას დაუბრუნდება. მაგალითად, მიმდინარე აქტივებია საწარმოს მარაგები, წარმოებული ნედლეული.

მიმდინარე აქტივები ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების და ხარჯების დასაფინანსებლად. 

მიმდინარე ვალდებულებები არის კომპანიის მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც წარმოიქმნება ერთი წლის განმავლობაში. მიმდინარე ვალდებულება არის მოკლევადიანი სესხი. მიმდინარე ვალდებულებების ანალიზი მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის. მაგალითად, ბანკებს სურთ იცოდნენ კრედიტის გაცემამდე, ახერხებს თუ არა კომპანია მისი დებიტორული დავალებების დროულად დაფარვას. 

გრძელვადიანი ვალდებულებები არის კომპანიის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა გადასახადი მომავალში ერთ წელზე მეტია. 


ლიკვიდურობის მაჩვენებლები 

გვიჩვენებს თუ რამდენად გადახდისუნარიანია საწარმო. ლიკვიდურობით განისაზღვრება შეუძლია თუ არა საწარმოს რთულ პერიოდებში  დარჩეს ბიზნესში; 

Text, letter

Description automatically generated

ხშირად ლიკვიდურობა განისაზღვრება იმით თუ რამდენად გაყიდვადია ქონება რომელიც ბიზნესის მფლობელობაშია.

ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლები 

რა საბრუნავი თანხა არის საწარმოს ხელთ? რამდენია აქედან საკუთარი და რამდენი ნასესხები? ამით განისაზღვრება თუ რამდენად დამოუკიდებელია ფინანსურად საწარმო. 

Text

Description automatically generated with low confidence

Text, letter

Description automatically generated

საქმიანი აქტივობის შეფასების მაჩვენებლები 

აქვს თუ არა საწარმოს მოგება და რამდენად ეფექტურად არის გამოყენებული რესურსები?

 Text, letter

Description automatically generated



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 3:58 PM