მომავლის 4 P შესაძლო, სარწმუნო, სავარაუდო და სასურველი მომავალი

4P of  Forecasting, ანუ მომავლის ფორკასტინგის 4 P გულისხმობს შესაძლო, სარწმუნო, სავარაუდო და სასურველი მომავლის შესახებ იდეების გენერირებას. ეს მიდგომა გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციების, ბიზნესის, არასამთავრობო, მთავრობის და ა.შ. სტრატეგიული დაგეგმვისას სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. 


Diagram

Description automatically generated

შესაძლო მომავალი (Possible Future) - შესაძლებელია ერთ დღეს თევზების წვიმა წამოვიდეს. არსებობს რამდენიმე დოკუმენტირებული შემთხვევა, როცა ციდან ცვიოდა სხვადასხვა საგანი/არსება, რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ. ამგვარად, შესაძლებელია ქარიშხალმა ან ტორნადომ თევზების გუნდი ზღვიდან ან ოკეანიდან ამოყაროს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ამიტომ თევზების წვიმა შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია 21-ე საუკუნეში პანდემიები განმეორდეს, რადგან თანამედროვე მეცხოველეობაში ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება, ხოლო გლობალიზაციის პირობებში, ადამიანების გადაადგილების სიხშირის, მასშტაბის და ტრაექტორიების გათვალისწინებით, ვირუსები სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ასევე შესაძლებელია, განვითარდეს და გარდაიქმნას მეცხოველეობა ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ვირუსების წარმოშობა და გავრცელება (მაგ. ხელოვნური ხორცი) და კოვიდ-19-ის გამოცდილების საფუძველზე განვითარდეს ტექნოლოგიები და გარდაიქმნას საოპერაციო პროცესები ისე, რომ სხვადასხვა ინდუსტრიებმა (ავიახაზები, HoReCa სექტორი, განათლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა)  დამატებითი ჰიგიენური უსაფრთხოება უზრუნველყონ. არსებობს უთვალავი შესაძლო მომავალი, თუმცა ზოგიერთი მათგანი სავარაუდოა, ზოგი სარწმუნო, ზოგიც  კონკრეტული ჯგუფებისთვის სასურველი. თუმცა, შეუძლებელია ჩვენ ვიცოდეთ ყველა არსებული შესაძლებლობა. თითოეული შესაძლო მომავალი შეიცავს დიდი დოზით გაურკვევლობებს. მაგ. ზუსტად არ ვიცით რა მომენტში და რის გამო წარმოიქმნა covid-19 ღამურებში და როგორ მოხდა მისი გადადება 0 პაციენტზე. 


შესაძლო მომავალზე იდეების გენერირებისას დასასმელი კითხვები: რა არის ყველაზე რადიკალურად განსხვავებული და წარმოუდგენელი რაც წარმომიდგენია ამ სფეროში? რა შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ცუდი ვარიანტი? რა შეიძლება მოხდეს უცნაური და გიჟური? 

სავარაუდო პასუხი: დიახ, შეიძლება ეს მოხდეს.



ავარაუდო მომავალი (Probable Future) - სავარაუდოა თუ არა რომ ერთ დღეს თევზების წვიმა წამოვიდეს? ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ძალიან ძლიერი ქარიშხალი უნდა ამოვარდეს და ბევრი მოვლენა პარალელურად განვითარდეს, რომ ეს მოხდეს. ამის შანსი ნაკლებია, ამიტომ თევზების წვიმა ნაკლებად სავარაუდოა. სავარაუდოა ის რისი გამოცდილებაც არსებობს, მაგრამ მისი არსებობა შეიძლება დადასტურდეს ან არ დადასტურდეს. კოვიდ-19 ის პირობებში კომპანიების უმეტესობამ გამოსცადა დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა  და სავარაუდოდ, მომავალში სულ უფრო მეტი კომპანია გადავა სრულად დისტანციურ სამუშაოზე და უძრავი ქონების სექტორი ძალიან დაზარალდება. 


სავარაუდო მომავალზე იდეების გენერირებისას დასასმელი კითხვები: რომელმა მოვლენებმა შეიძლება სავარაუდოდ გამოიწვიოს ეს მომავალი? კიდევ რა მოვლენები უნდა მოხდეს იმისთვის რომ ეს მომავალი განხორციელდეს? სად შეგვიძლია მივიღოთ მონაცემები, რომლებიც  გაამყარებენ ჩვენს  ვარაუდს? რამდენად სავარაუდოა, რომ ეს მომავალი მოხდეს?

სავარაუდო პასუხი: ჩვენ გვაქვს სისტემური გაგება იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების განვითარება თითოეული სცენარით და შევაფასოთ ალბათობები.



სარწმუნო მომავალი  (Plausible Future) - ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა რომ ასეთი რამ შესაძლებელია. თუმცა, მას შემდეგ რაც მოკვლევას ჩაატარებენ, შეიძლება ირწმუნონ. სარწმუნოა ის რაც ლოგიკურად და დამაჯერებლად ჟღერს. თუმცა, ის რაც სარწმუნოა, ყოველთვის არ არის შესაძლებელია. სამწუხაროდ, ადამიანის გონება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეიარაღებული, რათა განასხვაოს რა ფანტასტიკური და რა არის რეალური, და არ არსებობს იმის გარანტია, რომ მომავალი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც დამაჯერებელს ექნება რაიმე რეალური გავლენა.


სარწმუნო მომავალზე იდეების გენერირებისას დასასმელი კითხვები:


რომელი მომავალი მდგომარეობის განხორციელებაა შესაძლებელი იმის გათვალისწინებით, თუ რა ვიცით ამჟამად? რა უნდა მოხდეს ამ მდგომარეობის წარმოქმნისთვის? რამდენად შეესაბამება ეს მდგომარეობა ორგანიზაციის, დამფუძნებლების და სხვა სთეიქჰოლდერების ღირებულებებს ეს მომავალი სახელმწიფო ორგანიზაციის დამფუძნებელ მისიას და დამფუძნებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ღირებულებებს? შეიძლება ეს მოხდეს?


სავარაუდო პასუხი: დიახ,  ლოგიკურია ასე მოხდეს.


სასურველი მომავალი


სასურველია მომავალი რომელიც გვაწყობს ჩვენ. ხშირად 4 მომავლის სცენარზე მუშაობას იწყებენ სასურველ მომავალზე მსჯელობით, რაც არასწორია. გირჩევთ ყველაზე ბოლოს იფიქროთ სასურველ მომავალზე. კომპანიები მიდრეკილი არიან მომავალი დაინახონ აწმყოს მსგავსი. სწორედ ეს არის სტრატეგიული შეცდომების დაშვების მიზეზი.



Last modified: Wednesday, 30 June 2021, 9:45 AM