4P ვორქშოფი


  • ვორქშოფის მიზანი: კლუბის მონაწილეების მომავლის ხედვის უნარების გავარჯიშება

  • ვორქშოფის ხანგძლივობა - 3 საათი.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12

  • საჭირო მასალები: ფლიპჩართის ფურცლები, მარკერები, ფერადი წებოვანი ქაღალდები (sticky notes), ვორქშოფის ამობეჭდილი ინსტრუქცია 

ნაბიჯი 1. ინტერესის სფეროს შერჩევა 15 წთ.

კლუბის მომანაწილეები იყოფიან 3-4 კაციან ჯგუფებად და შეარჩევენ მათთვის საინტერესო სფეროს. მაგ. მუზეუმები, რესტორნები, შოპინგ მოლები და ა.შ. რომლის მომავლის ხედვაზეც იმუშავებენ ვორქშოფის განმავლობაში. სფეროს შერჩევის შემდეგ ისინი შეარჩევენ მინიმუმ 3 სთეიქჰოლდერს: 1. სფეროს მომხმარებლები, პარტნიორები, კონკურენტები.

ნაბიჯი 2. 10 წთ. ინსტრუქტორი აკეთებს მომავლის 4P ჩარჩოს პრეზენტაციას. 

ნაბიჯი 3. 20 წთ. შესაძლო მომავალი. იდეების გენერირება შესაძლო მომავალზე იდეების გენერირებისას დასასმელი კითხვები: რა არის ყველაზე რადიკალურად განსხვავებული, წარმოუდგენელი მომავალი, რომელიც წარმომიდგენია ამ სფეროში? რა შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ცუდი ვარიანტი? რა შეიძლება მოხდეს უცნაური და გიჟური?  რას გრძნობენ, ფიქრობენ, მოელიან , შიშობენ ამ დროს სფეროს მომხმარებლები, პარტნიორები, კონკურენტები?



ნაბიჯი 4. 20 წთ. სავარაუდო მომავალი (Probable Future). სავარაუდო მომავალზე იდეების გენერირებისას დასასმელი კითხვები: რომელმა მოვლენებმა შეიძლება სავარაუდოდ გამოიწვიოს ეს მომავალი? კიდევ რა მოვლენები უნდა მოხდეს იმისთვის რომ ეს მომავალი განხორციელდეს? სად შეგვიძლია მივიღოთ მონაცემები, რომლებიც  გაამყარებენ ჩვენს  ვარაუდს? რამდენად სავარაუდოა, რომ ეს მომავალი მოხდეს?რას გრძნობენ, ფიქრობენ, მოელიან , შიშობენ ამ დროს სფეროს მომხმარებლები, პარტნიორები, კონკურენტები?



ნაბიჯი 5. 20 წთ. სარწმუნო მომავალი. სარწმუნო მომავალზე იდეების გენერირებისას დასასმელი კითხვები:


რომელი მომავალი მდგომარეობის განხორციელებაა შესაძლებელი იმის გათვალისწინებით, თუ რა ვიცით ამჟამად? რა უნდა მოხდეს ამ მდგომარეობის წარმოქმნისთვის? რამდენად შეესაბამება ეს მდგომარეობა ორგანიზაციის, დამფუძნებლების და სხვა სთეიქჰოლდერების ღირებულებებს ეს მომავალი სახელმწიფო ორგანიზაციის დამფუძნებელ მისიას და დამფუძნებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ღირებულებებს? შეიძლება ეს მოხდეს?რას გრძნობენ, ფიქრობენ, მოელიან , შიშობენ ამ დროს სფეროს მომხმარებლები, პარტნიორები, კონკურენტები?


ნაბიჯი 6. 20 წთ. სასურველი მომავალი სასურველია მომავალი რომელიც გვაწყობს ჩვენ. როგორი მომავალი აწყობს სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციას? რას გრძნობენ, ფიქრობენ, მოელიან , შიშობენ ამ დროს სფეროს მომხმარებლები, პარტნიორები, კონკურენტები?


ნაბიჯი 7. 30 წთ. პრეზენტაცია.  



Last modified: Wednesday, 30 June 2021, 9:48 AM